ავტორი:

"არ გამოვრიცხავ, ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ ნიკა მელიას 40 000 ლარი და უთხრან, გამოდიო" - დავით ზილფიმიანი

"არ გამოვრიცხავ, ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ ნიკა მელიას 40 000 ლარი და უთხრან, გამოდიო" - დავით ზილფიმიანი

"მე არ გამოვრიცხავ, ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ მელიას 40 000 ლარი და უთხრან, გამოდიო, შეიძლება ევროპამ თვითონ გადაიხადოს ეს ფული",- ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაანონსებულ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებს პერსპექტივა აქვს.

"მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, არ მოგვეშვებოდნენ ჩვენი მეგობრები. ალბათ, უკვე ამ ჩამოსვლაზე იქნება რეკომენდაციები, ეს აუცილებელი იქნება. მაგალითად, მე რომ მოწადინებული ვიყავი და არ მინდოდა მელიას ის მოსვლოდა, რაც დაემართა, მაგრამ მეორე მხრივ უკვე კრიტიკას ვერ უძლებს ის ამბავი, რომ დღესვე შეუძლია გამოვიდეს, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა სასამართლოს უნდა ელოდოს.

მე არ გამოვრიცხავ ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ 40 000 და უთხრან, გამოდიო, სახეს შეინარჩუნებს ყველა. აღარ იქნება ის, რომ ელისაშვილმა თქვა, მე გადავიხდიო და მუქარები წამოვიდა. შეიძლება ევროპამ თვითონ გადაიხადოს ეს ფული და გამოიყვანოს, რა გამორიცხულია? - არაფერია გამორიცხული, რადგან იგი აღარ ელოდება სასამართლოს,"- განაცხადა ზილფიმიანმა.

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა

"ზოგჯერ, როცა როგორც მაჟორიტარი დეპუტატი რაღაც საკითხზე ვრეკავ და გადაჭრას ვითხოვ, ისე მელაპარაკებიან, თითქოს პირად საკითხებზე ვრეკავ!" - კახიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"