ავტორი:

მეცნიერები მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელსაც აბის ფორმა აქვს - რა მოლოდინი აქვთ მეცნიერებს დასალევი ვაქცინისგან

მეცნიერები მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელსაც აბის ფორმა აქვს - რა მოლოდინი აქვთ მეცნიერებს დასალევი ვაქცინისგან

ებრაულ-ამერიკული ფარმაცევტული კომპანია ემზადება, რომ დაიწყოს კლინიკური კვლევის პირველი ეტაპი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც დასალევი აბების სახით იქნება.

დასალევი ვაქცინის შექმნა დაფუძნებულია Hadassah-ის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში შექმნილ ტექნოლოგიაზე. ინოვაციურ პროექტზე მუშაობს კომპანია Oravax. მის შემადგენლობაშიც შედის კომპანია Oramed-ი, რომლის მკვლევარებიც აცხადებენ, რომ კლინიკური ცდების პირველი ეტაპი შესაძლოა, უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყონ.

გენერალური დირექტორი ნადავ კიდრონი ამბობს, რომ მათ შეიძლება ბაზარზე რევოლუცია მოახდინონ.

ის განმარტავს, რომ დასალევი აბების სახით ვაქცინები ხელს შეუწყობს მის უფრო მასშტაბურად გავრცელებას და ადამიანებს შეეძლებათ, რომ ის სახლში თავად მიიღონ. ასევე, დადებითი ფაქტია ისიც, რომ ამ ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ ტემპერატურაზე იქნება შესაძლებელი და არ დასჭირდება განსაკუთრებული პირობები.

აღნიშნული ვაქცინა უკვე გამოსცადეს ცხოველებში. უცნობია კვლევის კონკრეტული დეტალები, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ შედეგი არის იმედის მომცემი. პრეპარატზე მომუშავე მედიკოსები თვლიან, რომ ორალური ვაქცინა არსებულ ვაქცინებზე უფრო მეტად ეფექტიანი უნდა იყოს.

წყარო: jpost.com

დედოფალმა ელისაბედმა ჯო ბაიდენი უინძორის სასახლეში მიიღო - ფოტოები პომპეზური აუდიენციიდან

"არანაირი გარანტია არ არსებობს, შეცვალო ადამიანის ქცევა - ის ვლადიმერ პუტინია" - ჯო ბაიდენი

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზად არის კიბერდამნაშავეების გადასაცემად, თუკი აშშ შესაბამის დამნაშავეებს გადასცემს რუსეთს