ავტორი:

"2 000 დოლარი ჰქონია შეგროვებული და ეტყობა ეს იცოდნენ... გაოგნებული ვარ" - რას ამბობენ თურქეთში მოკლული ქალის ოჯახის ახლობლები?

"2 000 დოლარი ჰქონია შეგროვებული და ეტყობა ეს იცოდნენ... გაოგნებული ვარ" - რას ამბობენ თურქეთში მოკლული ქალის ოჯახის ახლობლები?

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ბაღლიჯაარის უბანში გოგონას მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულის ოჯახი ვარაუდობს, რომ მომხდარის მოტივი ძარცვაა. როგორც ისინი "ტვ პირველს" უყვებიან, 25 წლის ქალი თანხას აგროვებდა და მკვლელობის შემდეგ სახლიდან, სწორედ ფულია წაღებული. მათივე ცნობით, ინფორმაცია მკვლელობის შესახებ ინტერნეტით გაიგეს.

"2 000 დოლარი ჰქონია შეგროვებული და ეტყობა ეს იცოდნენ. ამბობენ, რომ ძარცვის ნიადაგზე მოხდა მკვლელობაო. გაოგნებული ვარ, განა რა ჰქონდა, რა თანხა, რომ ასე გაიმეტეს" - ჰყვებიან ოჯახის ახლობლები.

ძარცვის მოტივს ასახელებს მოკლული ქალის მეგობარიც. მისივე ინფორმაციით, მძიმეა ქალის მეუღლის მდგომარეობაც, მას მთავარი არტერია აქვს გადაჭრილი და გადარჩენის იმედს არ აძლევენ.

"ერთად ვმუშაობდით მე და თეო, როგორც ვიცი სახლში გასაქურდად შევიდნენ და ამ დროს მოხდა ეს ტრაგედიაც. თეო სამწუხაროდ გარდაიცვალა. მისი მეუღლე საავადმყოფოშია, მთავარი არტერია აქვს გადაჭრილი და იმედი არ არის გადარჩენისო" - ამბობს მოკლულის მეგობარი.

წუხელ ქართველი ქალი მოკლეს. თეონა თუაშვილი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძიმედ დაიჭრა მისი პაკისტანელი მეუღლე, რომელიც უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. მის გადარჩენას ექიმები ცდილობენ.

როგორც თურქეთში მცხოვრები ქალბატონი გვიყვება, ინციდენტი ცოლ-ქმრის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. ისინი 4 - სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდნენ, მათთან სწორედ ამ ბინაში მივიდა პაკისტანის 4 მოქალაქე, რა დროსაც მოხდა კონფლიქტი.

რუსუდან კერვალიშვილი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

"ოჯახი ითხოვს გაირკვეს, რა ინვენტარიზაცია აქვს კლინიკა "იმედს" და დროულად აღმოუჩინეს თუ არა დახმარება მეგი ბაქრაძეს" - 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატი

სისხლიანი გარჩევა გურჯაანში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და დაჭრილია ორი პირი