ავტორი:

პუტინმა ვაქცინა გაიკეთა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტოები არ გაუვრცელებია

პუტინმა ვაქცინა გაიკეთა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტოები არ გაუვრცელებია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა გაიკეთა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

მათ არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რომელი ვაქცინით აიცრა ვლადიმერ პუტინი.

პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ პუტინი თავს კარგად გრძნობს და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს. მანამდე პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინს კამერების წინ ვაქცინაციის იდეა არ მოსწონდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ვაქცინაცია ადგილობრივი წარმოების 3 ვაქცინით Sputnik V-ით, EpiVacCorona-თა და CoviVac-ით მიმდინარეობს.

ამ დრომდე პუტინის ვაქცინაციის ამსახველი ფოტომასალა არ გავრცელებულა.

"რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის" - დიმიტრი პესკოვი

დუბაის პოლიციამ დააკავა ათობით ქალი, რომლებიც აივანზე შიშვლები იდგნენ და ფოტოებს იღებდნენ

"ფარაონების "ოქროს აღლუმი" - მუმიების გადასვენების შთამბეჭდავი ღონისძიება ეგვიპტეში, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ