ავტორი:

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია

ცნობილი ტელეწამყვანი, საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პოპულარული შვილიშვილი, სოფო შევარდნაძე დედა გახდა. ცნობილ ჟურნალისტს ვაჟი, ანდრია 42 წლის ასაკში შეეძინა.

წლებია სოფო რუსეთში ცხოვრობს და მისი კარიერაც ყოველთვის ამ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული. ის მკაცრად ასაიდუმლოებს პირად ცხოვრებას და არასოდეს ლაპარაკობს იმ მამაკაცებზე, რომლებთანაც ოდესმე რომანი ჰქონია. სოფო შევარდნაძის ორსულობის შესახებ ინფორმაცია რუსული მედიისთვის ერთი თვის წინ გახდა ცნობილი.

ტაბლოიდების ცნობით, სოფოს რჩეული შესაძლოა, იგორ აკინფეევი იყოს, თუმცა ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

ცნობილი ფეხბურთელი მუდმივად თავს არიდებს სატელევიზიო ინტერვიუებს. 42 წლის სოფო Russia Today- ზე საავტორო გადაცემას უძღვება და დროის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებს. ინფორმაცია ბავშის დაბადების შესახებ პირველად "ეხო მასკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა გაავრცელა.

”სოფიკო შევარდნაძეს ბიჭი შეეძინა. სახელი - ანდრია. 3,3 კილო, 52 სანტიმეტრი", - წერს ჟურნალისტი.

რუსული მედია გაოცებულია იმით, რომ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი თავად არაფერს ამბობს ბავშვის დაბადების შესახებ. "ინსტაგრამზე" თითქმის 50 ათასი გამომწერი ჰყავს და მის ცხოვრებას უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. მათ ყოველთვის იციან რა ხდება ტელეწამყვანის კარიერაში, მაგრამ სოფო პირადი ცხოვრების სიახლეებს გულმოდგინედ მალავს. უფრო მეტიც, შევარდნაძე ამ საკითხს იმდენად სერიოზულად ეკიდება, რომ ერთადერთი რომანი, რომელიც ოფიციალურად დაადასტურა, 21 წლის წინ ჰქონდა. იმჟამინდელი ურთიერთობა კინაღამ ქორწინებით დასრულდა.

ლაპარაკია რეჟისორ ლევან კოღუაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაზე. სოფომ კოღუაშვილი საქართველოში, ბაბუაზე დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს გაიცნო. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა, დაინიშნენ, მაგრამ ჯვრისწერამდე ორი თვით ადრე სოფომ ქორწილი ჩაშალა. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, გავრცელდა ჭორები, რომ მას რომანი ჰქონდა მსახიობ ალექსეი ჩადოვთან, მაგრამ ეს ჭორი არ დადასტურდა.

"ვინ არის ბავშვის მამა, უცნობია. თვეების განმავლობაში ჟურნალისტი "ინსტაგრამზე" თავისი გამომწერებისთვის პირდაპირ ეთერში ლაპარაკობდა ფსიქოლოგიაზე, პანდემიაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს არასოდეს შეუნიშნავთ, რომ სოფიკო შევარდნაძე შვილის მოლოდინში იყო...“ - ვკითხულობთ რუსულ მედიაში.