ავტორი:

ინდოეთში კორონავირუსის ორმაგად მუტაციური ვარიანტი გამოვლინდა - რას აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში

ინდოეთში კორონავირუსის ორმაგად მუტაციური ვარიანტი გამოვლინდა - რას აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში

ინდოეთში კორონავირუსის ახალი, მანამდე აღმოჩენილი ვარიანტებისგან განსხვავებული სახეობა გამოვლინდა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში აღმოჩენილია კორონავირუსის ის ვარიანტები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს და ასევე ახალი, ორმაგად მუტაციური ვარიანტი, მათი რაოდენობა არც ისე ბევრია, რომ ზოგიერთ შტატში ინფიცირების შემთხვევების ზრდას დავუკავშიროთ“, - აცხადებენ ინდოეთის ჯანდაცვის უწყებაში.

ცნობისათვის, ინდოეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 11 734 058 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 160 000-ს აჭარბებს. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ- სა და ბრაზილიის შემდეგ.

ფოტოები სუეცის არხიდან, სადაც გიგანტური გემი გაიჭედა, რის გამოც გემების საცობი წარმოიქმნა

მთიან ყარაბაღში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა

პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?