ავტორი:

"როგორ მიბედავ, რომ მაჩერებ?" - რა ვიდეოს ავრცელებს შს უწყება მოქალაქეზე, რომელიც ამტკიცებს, რომ პატრულის თანამშრომელმა უკანონოდ დააკავა

"როგორ მიბედავ, რომ მაჩერებ?" - რა ვიდეოს ავრცელებს შს უწყება მოქალაქეზე, რომელიც ამტკიცებს, რომ პატრულის თანამშრომელმა უკანონოდ დააკავა

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი აქვეყნებს უწყვეტ ვიდეოს, რომელიც უკავშირდება მოქალაქე ირაკლი არეშიძეს. მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს და როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე ი.ა. წერს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ის უკანონოდ დააკავეს და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ვაქვეყნებთ უწყვეტ ვიდეომასალას, სადაც სამართალდამრღვევი პირის აგრესიული ქცევაა ასახული. აღნიშნული მოქალაქე ქუჩაში პირბადის ტარების წესის დარღვევით გადაადგილდებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მას მოუწოდეს შეჩერებულიყო. ამის მიუხედავად, ის იყო აგრესიული, არ დაემორჩილა მართლწესრიგის ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", - ვკითხულბთ უწყების "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"როგორ მიბედავ, რომ მაჩერებ...?" - ასე მიმართავს პატრულის თანამშრომლებს, მოქალაქე, რომელსაც სამართალდამცავები პირბადის გაკეთებას სთხოვენ.

აი, რას წერს ირაკლი არეშიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"გუშინდელი ღამე გავატარე დროებითი მოთავსების იზოლატორში. ვეცდები უმოკლესად დავწერო. პოლიციამ დამაკავა შეკამათების გამო, ძაან ემოციური კი ვიყავი. პირბადის არასწორად ტარებაზე მიწერდა ჯარიმას, სიგარეტი ახალი გადაგდებული მქონდა და დამავიწყდა გასწორება. ოქმში ჩაწერა ტყუილი: რომ ვაგინებდი პოლიციას და გარშემო მოქალაქეებსაც, თითქოს მომიწოდებდა გამესწორებინა და მე არ ვისწორებდი. ერთადერთი "უსაქმურს" ვეძახდი ამ პატრულს, გინება ნამდვილად არ ყოფილა. წინააღმდეგობას არ ვუწევდი, ვეუბნებოდი პირიქით - დამაკავეთ თუ ეს საკმარისი მიზეზია-თქო. 16:30-ზე დაახლ. წამიყვანა (წამათრია) მანქანამდე 300 მეტრის მანძილზე, რატომ მიმათრევდა ვერ გავიგე, ვეუბნებოდი ჩემით წამოვალ - თქო მარა თავის პატარა ძალაუფლებას ავლენდა ან ჩემს პროვოცირებას ცდილობდა რომ მეც ფიზიკურად გამეწია წინააღმდეგობა. მანქანაშიც ჩაბღაუჭებული იყო, არ მიშვებდა ხელს. მივედით პოლიციაში. ერთი საგულისხმო დეტალი: პოლიციის განყოფილებაში თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილს პირბადე საერთოდ არ ეკეთა, ნაწილს ჩამოწეული ქონდა და მე მაჯარიმებს ეს პოლიცია ნიღბის არასწორად ტარებაზე ქუჩაში)) რომ მივუთითე- სასაცილოდ არ ეყოთ".

"ეშმაკი დეტალებშია... პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო" - ნიკა მელიამ საპატიმრო უკანა გასასვლელით დატოვა

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

მკვლელობა ასპინძაში - ფერმაში მწყემსი მოკლეს: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს