ავტორი:

CIU-ს მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2021 წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება

CIU-ს მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2021 წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება

12-13 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. სტუდენტური კონფერენცია, რომელსაც 2013 წლიდან CIU მასპინძლობს, წელს განსაკუთრებულ ფორმატში, ონლაინ ჩატარდება.

კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა 30 აპრილი. კონფერენციაში მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე - უცხოელი სტუდენტები მიიღებენ.

კონფერენციის სექციებია: ბიზნესი, მედიცინა, მევენახეობა-მეღვინეობა, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი და ირანისტიკა. კონფერენციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოსწავლეებისა და აბიტურიენტების ჩართულობასაც. კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეები და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები. აღნიშნული კოლაბორაცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

კონფერენციის სამუშაო ენები ქართული და ინგლისურია.

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის მიზანია, შეუქმნას ქართველ სტუდენტებს წინაპირობა, განავითარონ კარიერა სამეცნიერო მიმართულებით.

მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს. სტუდენტი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

კონფერენციაზე დასაშვებია ინდივიდუალური ან ორი თანაავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება.

კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები გამოიცემა ელექტრონულად, ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი; ასევე, სერტიფიკატებით დაჯილოვდებიან სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგები.

NS

ევროკავშირის მხარდაჭერით BTU-ში ახალი ტექლაბი “ინდუსტრია 4.0” გაიხსნა

"ან ვაქცინაციის გზა ავირჩიოთ და ხელ-ფეხი გახსნილი გვექნება ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ და მოგვიწევს "ლოკდაუნების“ შემოღება" - თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

როგორ სწავლობენ მომავალი ჟურნალისტები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში