ავტორი:

"ივანიშვილის რეჟიმის წყალობით, დღეს მსჯელობაა იმაზე, როგორ მიაქანებს უფსკრულისკენ ხელისუფლება ქვეყანას" - გიგა ბოკერია

"ივანიშვილის რეჟიმის წყალობით, დღეს მსჯელობაა იმაზე, როგორ მიაქანებს უფსკრულისკენ ხელისუფლება ქვეყანას" - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის სენატში მსგავსი საკომიტეტო მოსმენა აქამდე არასდროს ყოფილა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში, საზოგადოებამ ეს უნდა გამოიყენოს და ეცადოს, რომ მსგავსი გარე ზეწოლა, შიდა პროტესტთან ერთად, გახდეს ფაქტორი, რომ „ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე არ შეტოპოს და დროზე მოვიდეს გონს“.

"არც მე მახსოვს და არ ყოფილა ამასთან მიახლოებული, არათუ მსგავსი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების საქციელის გამო. ერთადერთი, რასაც შემიძლია შევადარო, თუმცა გარემოებები არ არის იდენტური, უნდა შევადაროთ „ვარდების რევოლუციამდე“, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას.

ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო, რომ საკომიტეტო მოსმენები მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკურ ელიტაში ყოფილიყო იმაზე, როგორ წავა საქართველო წინ - ნატო-ში გაწევრიანების გზით, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის გზით, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების გზით.

თუმცა, დღეს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით მსჯელობა არის იმაზე, როგორ მიაქანებს უფსკრულისკენ ეს ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად. ეს უსიამოვნო საყურებელია, მაგრამ პარადოქსია! ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში ეს ფაქტორი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე არ შეტოპოს და გარე ზეწოლით, ქვეყნის შიგნით პროტესტთან ერთად, დროზე მოვიყვანოთ გონზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

"ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, საერთაშორისო საზოგადოებას დაუპირისპირდა" - მელია

"ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც - არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელ მხარეს ვდგავართ" - გიორგი მარგველაშვილი

"მთავრობა ბრიფინგს ვეღარ მართავს... ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე, არის - "როდის გადადგებით?" - ზაალ უდუმაშვილი