ავტორი:

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ თათია შარანგიას გადაცემაში "სთორი" რეპერ ბერა ივანიშვილისა და მისი სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

"უთბილესი ადამიანია და მე მისგან ცოტა სხვანაირი საუბარი მინდოდა... თუ ეს შეცდომა მართლა დაუშვა თინეიჯერობისას... ყველას გვინდა ხოლმე, რომ დავამტკიცოთ რაღაცები. ვიღაცეებს ცოტა არასწორი მიმართულებები აქვთ ხოლმე ამ ცხოვრებაში... ჩემი აზრით, მთავარია, გარემოცვამ უკარნახოს თინეიჯერ ბიჭს, რომ "ეგრე არ უნდა თქვა, არ უნდა გინდოდეს, ეგ არასწორია", ვიდრე ნავთი დაასხა ცეცხლს და უთხრას, რომ "კი კი ჯიგარი ხარ, ეგრე უნდა იყოს...".

მე ვთვლი, რომ ეგ ბიჭი არ იმსახურებდა იმას, რაც მის გარშემო ააგორეს. იმ გადმოსახედიდან, რომ ყოველდღე გვქონდა ურთიერთობა და ფანტასტიური, ზრდილობიანი, არაჩვეულებრივი ბიჭია. თუ ეს შეცდომა მან მართლა დაუშვა და ასეთი ინტერესი ჰქონდა ვიღაცეების მიმართ, ეს აუცილებლად უფროსების და სხვების ბრალია, თინეიჯერი ბიჭი აქ არაფერ შუაშია. ვინც აღზარდა ბერა, ოჯახი.... მე ჩემი შვილი როცა მივხვდები, რომ რაღაცებში შეცდომას უშვებს, წამოვარტყამ კიდევაც და ვეტყვი, რომ არ შეიძლება, ეს არ არის სწორი.

თუმცა პროტესტი ბავშვები ოჯახს გარეთაც რაღაცებს აკეთებენ, არასწორს. თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, მე მინდოდა, მას გულწრფელად ეღიარებინა, რომ "ხო თონეიჯერობაში ძაან სულელი ვიყავი და ასე ერთი ორი ვთქვი და ბოდიშს ვიხდი ამისთვის". ამის გაგონება უფრო მემოწონებოდა მისგან, რომ ეღიარებინა რომ ცოტა სულელი ვიყავი და ასეთი რამე მინდოდა... მე მხარე არ ვარ, არც მეგობარი ვარ, უბრალოდ ცოტა შემეცოდა ეს ბიჭი", - განაცხადა ალექსანდრა პაიჭაძემ.

შეგახსენებთ, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა 9 მარტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მანამდე გავრცელებულ სკანდალურ ფარულ აუდიოჩანაწერებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც". საუბარია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, რომელთა მიხედვითაც, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვდა, ვინც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდნენ. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთანაც საუბრობდა, რომელიც ამ ქმედებებს იწონებდა. "იმედზე" გასულ ინტერვიუში მომღერალმა ჩანაწერების ავთენტურობა ირიბად დაადასტურა.

"ვნატრობდი, მათი სამოსი მქონოდა" - ლიკუნა ხაჭაპურიძის ცხოვრება გერმანიაში და თანამშრომლობა ცნობილ ბრენდებთან

ეტლში მჯდომი ბრედ პიტი კლინიკის დატოვებისას დააფიქსირეს - რა დაემართა ჰოლივუდის ვარსკვლავს

"იმ ღამეს არც გვიკამათია. დილით კოცნით გამაცილა... მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. იცოდა, რომ ტყუილს არ ვაპატიებდი" - ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს დეტალურად პასუხობს