ავტორი:

სამაშველო ოპერაცია გორში - რა ვითარებაა სოფელ ქვახვრელში, სადაც მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი

სამაშველო ოპერაცია გორში - რა ვითარებაა სოფელ ქვახვრელში, სადაც მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სადაც მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა ადგილობრივი მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი, სამაშველო ოპერაცია განახლდა. მაშველები ცდილობენ, მდინარეში წარმოქმნილი კუნძულიდან პირუტყვი და მწყემსები გამოიყვანონ.

სოფელ ქვახვრელში მცხოვრები ექვსი მწყემსი და ასამდე სული პირუტყვი სოფლის განაპირას, მდინარის კალაპოტში არსებულ ფერდობზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა და ადამიანებიც და პირუტყვიც აღნიშნულ კუნძულზე ჩარჩნენ.

სამაშველო ოპერაცია გუშინ დაიწყო და სპეციალური მცურავი საშუალებით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 4 მწყემსის გამოყვანა შეძლეს, ორმა კი, აღნიშნულ კუნძულზე დარჩენა და პირუტყვის მეთვალყურეობა გადაწყვიტა. მაშველებმა, გუშინ, გვიან საღამოს მწყემსებისთვის კარავი გამართეს. ამჟამად, მწყემსები უსაფრთხოდ არიან.

ფოროები: qartli.ge

არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში ძმების მკვლელობისთვის დაკავებულის სახლის გადაწვა სცადეს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - "მანქანაში დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა"