ავტორი:

ქართულ-გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ „ბეკარსა" და  „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას“  შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ქართულ-გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ „ბეკარსა" და  „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას“  შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ბეკარსა და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, “ბეკარი” დაუნის სინდრომის მქონე პირთა მუსიკათერაპიის ცენტრში ჩართულობის და მათი განვითარების ხელშეწყობაზე განსაკუთრებული პირობებით იზრუნებს. მემორანდუმს "ბეკარის" დამფუძნებლებმა ნანა გოთუამ, მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა, "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ ლია ტაბატაძემ და ასოციაციის თანადამფუძნებელმა მირანდა ძიძიგურმა მოაწერეს ხელი. ორივე ორგანიზაციას ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა და გულშემატკივრობა აკავშირებთ. ახლა კი, უკვე ოფიციალური შეთანხმებით, “ბეკარი” განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს დაუნის სინდრომის მქონე პირების უკეთესი მომავლის შექმნაში .

„ბეკარი“ 2020 წელს დაფუძნდა სმარტ კაპიტალ ჯგუფის პატრონაჟით, ნანა გოთუას (სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი) და მარინა რაიდტ–ალთუნაშვილის მიერ (მუსიკათერაპიის მაგისტრი, ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი). ქალბატონი მარინა გერმანიიდან სწორედ ამ პროექტისთვის იმყოფება საქართველოში. მუსიკალური თერაპია არის მუსიკის მიზანმიმართული გამოყენება თერაპიული ურთიერთობის კონტექსტში. მისი მიზანია: აღადგინოს, შეინარჩუნოს და ხელი შეუწყოს გონებრივ, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. დღეს, კი როცა სტრესის დონემ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო იმატა, მუსიკათერაპია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღითიდღე იზრდება მის მიმართ ინტერესი და შედეგებიც შთამბეჭდავია.

“ბეკარი” სხვადასხვა თერაპიული მიმართულების სინთეზს სთავაზობს მსურველს. მეთოდი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად, მდგომარეობის სპეციფიკის შესაბამისად მუშავდება. ტარდება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური შეხვედრები. თერაპიის ჩატარება კი სხვადასხვა ენაზეა შესაძლებელი. “ბეკარი” მზადაა დაეხმაროს სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებს. მუსიკა, რომელიც ძლიერი მკურნალია, დაგეხმარებათ, მოიპოვოთ ბედნიერება და სილაღე. ბეკარის კარი მშვიდ და დაცულ გარემოში ყველა მსურველისთვის ღიაა.

ანაზღაურების საუკეთესო პირობები ფერმერებისთვის ალდაგში

რატომ ვიხდით სუპერმარკეტები ბიოდეგრადირებადი პარკების საფასურს?

რა საიდუმლო ისტორიებს ინახავს ვან გოგის ნახატები