ავტორი:

"რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში" - იენს სტოლტენბერგი

"რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში" - იენს სტოლტენბერგი

"რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ასევე მხარს უჭერს ბელარუსში მიმდინარე სადამსჯელო ზომებს და ცდილობს ჩაერიოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის საქმეებში.

"რუსეთი განაგრძობს ფართო მასშტაბის სამხედრო მობილიზებას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხმელთაშუა ზღვიდან არქტიკამდე. ნატო-ს წევრებმა გააკრიტიკეს რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. არჩევნებზე გავლენის მოხდენისკენ მიმართული მცდელობები, კიბერ შეტევები და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ალიანსის პასუხი მტკიცე და თანმიმდევრულია.

"რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატო-მ გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა. გავაუმჯობესეთ ჰიბრიდული და კიბერთავდაცვა. შევინარჩუნებთ სიფხიზლეს, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთად ვუპასუხებთ რუსეთის ქმედებებს. ნატო-ს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უნდა გავაგრძელოთ შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხილვა და ადაპტირება, როდესაც საქმე ეხება, მათ შორის რუსეთის მხრიდან მზარდ სარაკეტო საფრთხეს,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.