ავტორი:

"თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება მერე რუსები მოვიდნენ დასალაგებლად" - იაგო ხვიჩია

"თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება მერე რუსები მოვიდნენ დასალაგებლად" - იაგო ხვიჩია

თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, მერე შეიძლება რუსები მოვიდნენ დასალაგებლად და ასეთი გიჟობები მოხდეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "360 გრადუსი" ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების კონტექსტში აღნიშნა, პროცესში ქვეყნის პარტნიორების მეტი ძალისხმევაა საჭირო.

„კარგი იქნება, თუ მეტ ძალისხმევას შეიტანენ ჩვენი მეგობრები პროცესში. ვთხოვთ კიდეც ამას, როცა საშუალება მოგვეცემა", - განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, მოლაპარაკებების კუთხით, პარტნიორებმა უნდა შეცვალონ ტაქტიკა. ხვიჩიას თქმით, მათ უნდა ჰქონდეთ, ე.წ. განაჩენის უფლება.

„პირველი მორიგების მცდელობის ნაწილი იყო. კაცმა (დანიელსონმა) 64 საათი ისაუბრა, ოღონდ ამათთან რამე გამოსვლოდა. ვფიქრობ, მეორე ნაწილი უნდა იყოს სამოსამართლეო ნაწილი. როდესაც რაღაცამ ვერ გაჭრა, უნდა გქონდეს განაჩენის უფლება. მინდა, რომ ჩვენმა მეგობრებმა თავს ამის უფლება მისცენ. ამ დროს გამოჩნდება, რომელი არ ემორჩილება „სასამართლოს“ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს არის ბოლო ნაბიჯი, რომელიც დარჩა და არ გვიცდია. დანარჩენი ჩვენმა მეგობრებმა ყველაფერი სცადეს. მგონია, რომ აქამდე მივა, იმედი მაქვს", - განაცხადა ხვიჩიამ.

ევროპარლამენტარები საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ

"თუ დავინახავთ, რომ სხვა პარტიების პოზიციებთან ფუნდამენტური განსხვავებაა, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მივიღებთ" - რას ამბობს "ლელოს" ლიდერი პარლამენტში შესვლაზე

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"