ავტორი:

"საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ აქციებზე...  ოპოზიცია კატასტროფულ მდგომარეობაშია" - ირაკლი ღარიბაშვილი

"საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ აქციებზე...  ოპოზიცია კატასტროფულ მდგომარეობაშია" - ირაკლი ღარიბაშვილი

"დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვით ადრე. ეს რაზე მიუთითებს? საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე", - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, რითაც უპასუხა შეკითხვას ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე.

პრემიერის თქმით, ოპოზიცია სრულ გაუგებრობაშია.

"რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციის გამართვას ორი თვის შემდეგ, მე არ ვიცი... დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვით ადრე. ეს რაზე მიუთითებს? საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და ზოგადად, მათ რადიკალურ ქმედებებს. სხვა კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციის გამართვა დააანონსეს.

"საქართველო ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას - აშშ-მა უნდა მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე" - დევიდ კრამერი და იან კელი ერთობლივ წერილს ავრცელებენ

"ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, საბოლოოდ, პარტიებზეა დამოკიდებული დოკუმენტის ხელმოწერა" - კრისტიან დანიელსონის განცხადება დღევანდელი შეხვედრების შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"