ავტორი:

სენდვიჩი "სოკო" სოკოს გარეშე - სიცილიელი ემიგრანტების შექმნილი უჩვეულო კერძის რეცეპტი შეფისგან

სენდვიჩი "სოკო" სოკოს გარეშე - სიცილიელი ემიგრანტების შექმნილი უჩვეულო კერძის რეცეპტი შეფისგან

სიცილიური პური და სენდვიჩისთვის უჩვეულო პროდუქტები - ეს „მუფალეტაა“, სენდვიჩი, რომელიც ნიუ ორლეანში მცხოვრებ იტალიელ ემიგრანტებში ძალიან პოპულარულია. მისი მთავარი დამახასიათებელი ინგრედიენტი დიდი ზომის პურია.

სენდვიჩი პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნეს, თუმცა შემქმნელის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი ვერსიის მიხედვით, სენდვიჩი „მუფალეტა“ პირველად 1906 წელს ნიუ ორლეანში სიცილიელმა ემიგრანმა სალვატორე ლუპომ თავის საკონდიტროში Central Grocery Co--ში გააკეთა. თუმცა პირველობაში მას კიდევ ერთი იტალიური საკონდიტრო Progress Grocery Co ეცილება, რომელიც 1924 წელს გაიხსნა. ამბობენ, რომ სენდვიჩი მუფალეტა პირველად სწორედ მისმა მფლობელმა დაამზადა.

საინტერესოა სახელის წარმოშობის ისტორიაც. სხვადასხვა ცნობით დასტურდება, რომ „მუფა“ მოდის იტალიური სიტყვიდან „სოკო“, თუმცა სენდვიჩი სოკოს არ შეიცავს. ის უკავშირდება დიდი ზომის, მრგვალ პურს, რომელიც სოკოს ქუდს ნამდვილად წააგავს. სიცილიური წარმოშობის სახელმა ამერიკაში ფონეტიკური ცვლილება განიცადა და დღეს მას მოიხსენიებენ როგორც „მუფალეტა“.

„მუფალეტას“ უმეტესად ცივად მიირთევენ, თუმცა ზოგი მზარეული მას ტოსტში ათავსებს და აცხელებს.

ამ უჩვეულო და ნოყიერი სენდვიჩის რეცეპტს „ნიკორა“ და შეფი მერიკო გუბელაძე წარმოგიდგენთ. სცადეთ თქვენც.

რა კომპონენტებისგან შედგება წარმატებული სტუდენტობა?

თამბაქოს ზიანის შემცირების ტექნოლოგია - თამბაქოს წვა vs გახურების ტექნოლოგია

იყიდე ახალაშენებული ბინა და მიიღე საჩუქარი - „რაც გაგიხარდება“