ავტორი:

27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება - როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა

27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება - როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა

27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. მანუჩარ კობახიძე გამოკითხვაზე უფლებადაცველთან ერთად მივიდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა კლინიკა "იმედისა" და ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თანამშრომლებიც.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საკითხზე დასკვნა 29 მარტს გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმედი გამოთქვა, რომ,კვლევა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მიმდინარეობს, „საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეებს დარწმუნებით ეცნობოს, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა“.

„არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირდაპირი გამომწვევი მიზეზად შესაძლებელია არ დასახელდეს ვაქცინა. ჩვენ ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას. ორშაბათს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც იქნება წარმოდგენილი, როგორც სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა“, - აცხადებს ტიკარაძე.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც 85 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში 60-წლამდე ქალი მოკლული იპოვეს - "ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა"

"მეგიზე იმდენი გამოძიება არაა დაწყებული, რაც ჩემზე..." - რა თქვა გარდაცვლილი ექთნის მეუღლემ გამოკითხვის შემდეგ?