ავტორი:

"ჯორჯიან მანგანეზმა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მონუმენტური ძეგლის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადეს

"ჯორჯიან მანგანეზმა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მონუმენტური ძეგლის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადეს

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და ჭიათურის მერიის ინიციატივით, ქალაქის შესასვლელთან, მდინარე ჯრუჭულას ხიდთან არსებული მონუმენტური ძეგლი განახლდება. განახლებული მონუმენტის ესკიზების შექმნაზე კონკურსი დღეს გამოცხადდა, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს, არქიტექტორ-დიზაინერებს – როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ.

როგორც "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ხუთი საუკეთესო ნიმუში შეირჩევა, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ვებგვერდებზე, ასევე სოციალურ მედიაში გამოქვეყნდება.

რაც შეეხება კონკურსის მეორე ეტაპს, სპეციალური საინიციატივო ჯგუფი ერთ საუკეთესო ნამუშევარს შეარჩევს, შემდეგ კი გამარჯვებულს გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ ესკიზების შერჩევის დროს, პრიორიტეტი მიენიჭებათ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კონკურსანტებს. მათივე ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის წევრთა ვინაობა კონკურსის დასრულებამდე ანონიმური იქნება.

"აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები: კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ესკიზები, რომელსაც აუცილებლად უნდა დაურთონ მასალის სახელწოდება, რითიც მონუმენტი შესრულდება; საკონკურსო წინადადებას თან უნდა დაერთოს პროექტის განფასება. საკონკურსო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ყველა ხარჯის გათვალისწინებით); მონუმენტის წარწერა წარმოდგენილი უნდა იყოს ორ - ქართულ და ინგლისურ ენებზე;

მონუმენტური ძეგლის ესკიზი უნდა იყოს მარტივი, ადვილად აღქმადი, ესთეტიური, ორიგინალური, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს;

ძეგლის სივრცითი გადაწყვეტილება უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ-არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა -თავისუფალი;

ესკიზის შინაარსი უნდა ასახავდეს ქალაქის ისტორიულ ღირებულებებს, კომპოზიციის შერჩევისას კი ანგარიში უნდა გაეწიოს მიმდებარე ინფრასტრუქტურას;

მონუმენტური ესკიზი შესაძლოა შესრულდეს ნებისმიერი სახვითი საშუალებით (3D ვიზუალიზაცია, ფანქარი, გუაში, შერეული ტექნიკა (სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში აგებული);

მონუმენტური ძეგლის ესკიზში გათვალისწინებული უნდა იყოს მონუმენტის გარე განათების უზრუნველყოფაც.

შესრულების ვადა: კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2021 წლის 26 აპრილს (სამუშაო დღის ბოლომდე); დაგვიანებული ესკიზები აღარ მიიღება.

დამატებითი ინფორმაცია: შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვთ, კონკურსში გამარჯვებულს მოსთხოვონ წარმოდგენილი ესკიზის დიზაინში ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება; დამკვეთები იტოვებენ უფლებას, საკონკურსო წინადადებებიდან არ გამოავლინონ გამარჯვებული, ასევე უფლება აქვთ, კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე, ნებისმიერ დროს შეწყვიტონ კონკურსი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით.

კონკურსის ერთ გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მას შესაძლებლობა ექნება მონუმუნტური ძეგლის შექმნაზე მუშაობა დაიწყოს; მონუმენტის შექმნას "ჯორჯიან მანგანეზი" დააფინანსებს", - აცხადებენ კომპანიაში.

კონკურსანტებს ნამუშავრების გაგზავნა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/B2QfGJ5VbYtAAiQx8

ეკატერინე ტიკარაძე 27 წლის ექთანზე - "ეს კვლევა, საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა"

ბოლო დღე-ღამეში 29 341 კორონავირუსის ტესტი ჩატარდა - რამდენი ახალი ინფიცირებულია და რამდენმა დაამარცხა ვირუსი

"აცრამდე რაიმე ტიპის კვლევების ჩატარების რეკომენდაცია მსოფლიოში არსად არსებობს" - რა მიზეზით შეიძლება ადამიანს უარი უთხრან აცრაზე და ვისთვის არის ვაქცინის გაკეთება უფრო საყურადღებო?