ავტორი:

"მივიღეთ დაშიფრული შეტყობინება, ითხოვენ კონკრეტულ დოკუმენტებს" - მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიებაში "ასტრაზენეკა" ჩაერთო

"მივიღეთ დაშიფრული შეტყობინება, ითხოვენ კონკრეტულ დოკუმენტებს" - მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიებაში "ასტრაზენეკა" ჩაერთო

"ასტრაზენეკა“ 27 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებაშია ჩართული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ასტრაზენეკასგან“ შეტყობინება მიიღეს, სადაც ითხოვენ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, ასევე ვაქცინის ამპულის საიდენტიფიკაციო ნომერს.

"ასტრაზენეკასგან" მივიღეთ დაშიფრული შეტყობინება. ამ შეტყობინებაში ითხოვენ კონკრეტულ დოკუმენტებს, საუბარია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზეც, რომელსაც ჩვენც ველოდებით.

დღეს გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, როგორც ჩანს, იცის მინისტრმა შუალედური დასკვნის შედეგი.

კიდევ სხვა დოკუმენტებია. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ვაქცინის ამპულას თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს, ამ საიდენტიფიკაციო ნომერს ითხოვენ, ესაც არ გვაქვს ამ წუთისთვის, თუმცა, გამოძიებას აქვს ეს ამპულა. ამის გაგზავნას ითხოვენ, რომ გამოძიება გააგრძელონ ამ საქმესთან დაკავშირებით“, - აცხადებს ვახტანგ ბარამაშვილი.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მამაკაცი დაჭრეს - პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა

გურჯაანში ერთი ადამიანის მკვლელობისა და 3-ის დაჭრის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ