ავტორი:

"რომ იმეორებთ, სააკაშვილი უნდა გაიწიოსო... ლოგიკა არსებობს?! მაგას ვერ ეღირსება ვერავინ" - სააკაშვილი გრიგოლიას და მიშველაძეს მიმართავს

"რომ იმეორებთ, სააკაშვილი უნდა გაიწიოსო... ლოგიკა არსებობს?! მაგას ვერ ეღირსება ვერავინ" - სააკაშვილი გრიგოლიას და მიშველაძეს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ტვ პირველის" ჟურნალისტებს მიმართავს და მათ ლოგიკას უწუნებს. საუბარია ეკა მიშველაძესა და ინგა გრიგოლიაზე.

როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, ისინი მუდმივად ამბობენ, რომ "სააკაშვილი და ივანიშვილი უნდა გაიწიონ" და პოსტში სწორედ მათ პასუხობს:

"TV პირველის ჟურნალისტებო #ინგაგრიგოლია, #ეკამიშველაძე - როდესაც იმეორებთ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი, ორივე უნდა გაიწიოს, ინგა გრიგოლია თავისი სახელით ამბობს ამას და ეკა მიშველაძე მუდმივად ციტირებს, ვიღაც მითიურ დასავლელ პოლიტიკოსებს, ამაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი:

გყავთ მოქმედი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ყოველდღიურად ანგრევს ქვეყანას, ყოველდღიურად ძარცვავს თითოეულ ქართველს, დემოგრაფიული და ეკოლოგიური კატასტროფა მოაწყო საქართველოში და სააკაშვილი და ივანიშვილი ერთნაირად უნდა გაიწიონო..

სააკაშვილი საიდან უნდა გაიწიოს - ლოგიკა არსებობს?! თუ იმაზე საუბრობთ, რომ მე ჩემს ქვეყანაში არ უნდა ჩამოვიდე სიკვდილამდე?

მაგას ვერ ეღირსება ვერავინ - საქართველო არის ჩემი სამშობლო!" - წერს სააკაშვილი.