ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."

ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით და არა იძულებით,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საყოველთაო ვაქცინაცია უნდა მიიღწეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ ცნობილმა ადამიანებმა და გამოყენებული უნდა იყოს წარმატებული ქვეყნების მაგალითებიც.

ამასთანავე, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა სიტყვა ”საყოველთაოში” იგულსხმება საერთო ჯამში რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრა, რომლის დროსაც ეტაპობრივობა დაცული უნდა იყოს.

„საქართველოში აცრილი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით და არა იძულებით. ამას უნდა მივაღწიოთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალებით, იქნება ეს კამპანია, ცნობადი სახეების მაგალითის მოყვანა, თუ წარმატებული ქვეყნების მაგალითის მოყვანა, მათ შორის, ისრაელის. ფართომასშტაბიანი და საყოველთაო სხვა არის და სავალდებულო სხვა, რამდენადაც სავალდებულოობა შეიცავს იძულებით კომპონენტს.

საყოველთაოს როცა ვამბობ, იგულისხმება, რომ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს აცრილი, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ წელში 60-65%-ზე მეტს ვერ ავცრით, ამიტომ ეს პერსპექტივაში უნდა მოხდეს, მაგრამ, 60%-ის აცრასაც საყოველთაო ჰქვია. აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს, ერთბაშად ყველას აცრა ვერ მოხდება, ეს არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ამიტომ საყოველთაოს მე რომ ვამბობ, ჩავთვალოთ, რომ ეს გრძელვადიანი მიზანია და არა დღევანდელი. ეტაპობრივად უნდა მოხდეს საყოველთაობის მიღწევა,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის მთავარი გზაა პირბადის ტარებასთან ერთად, თუმცა პირბადის ტარება ვერ იქნება საბოლოო მიზანი, რადგან მისი მუდმივად ტარება შეუძლებელია.

„მიმაჩნია, რომ ვაქცინაცია ეს არის მთავარი გზა პანდემიასთან ბრძოლის და შესაბამისად, ყველა იმ სიძნელეების, მათ შორის, ეკონომიკური და სოციალური სიძნელეების დაძლევის საშუალება, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან. ეს არის ერთადერთი გზა პირბადეების ტარებასთან ერთად, მაგრამ პირბადეების ტარება ვერ იქნება საბოლოო მიზანი, მუდმივად არ შეიძლება პირბადეების ტარება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?

პიკეტირება ყველა ქალაქში, ავტობანის დაკეტვა... - რა გეგმა აქვთ "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, თუ ხელისუფლება "არ გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯს"?

"მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი... სამაგალითოა მისი გამბედაობა" - რას წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქზე"?