ავტორი:

"ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე, ეკრძალებათ ზიარება, ვიდრე არ მოინანიებენ" - მეუფე სტეფანე

"ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე, ეკრძალებათ ზიარება, ვიდრე არ მოინანიებენ" - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ, მრევლისა და ბერ-მონაზვნების ნაწილს, რომლებიც, მისი თქმით, ეკლესიაზე თავდასხმასა და ამბოხში მონაწილეობდნენ, ზიარება აუკრძალა იქამდე, ვიდრე არ მოინანიებენ. ამის შესახებ მიტროპოლიტმა აბაშის ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ ისაუბრა.

მეუფის თქმით, მათ მოეხსნებათ ეპიტამია, თუ ზუსტად ეცოდინება, რომ მოინანიეს.

"მინდა მოვუწოდო, რომ ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე და ვინც მონაწილეობს ამბოხში, რომელიც არის ეკლესიის წინააღმდეგ, (ჯერ კიდევ ეს ამბოხი გრძელდება თავისი სხვადასხვა გამოხატულებით) ყველამ მოინანიოს. ერისკაცებს მივმართავ პირველ რიგში, ჯერ ამ ეტაპზე. მოინანიონ ყველამ და თხოვონ შენდობა თავის მოძღვარს. ვინც არ მოინანიებს, ეკრძალებათ ზიარება. ვინც არ არის ქრისტიანი ეს იმათთვის არაფერი არ არაა, მაგრამ ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მონაწილეობენ ამბოხში, ასევე დღეიდან, ვინც არ მოინანია, ეკრძალებათ ზიარება, სანამ არ მოინანიებენ. ახლა მე ზუსტად უნდა ვიცოდე, რომელმა ბერმა და რომელმა მონაზონმა მოინანია. კონკრეტულად მე უნდა ვიცოდე და მაშინ მოვუხსნი ეპიტამიას. უზიარებლობის ეპიტამია მოეხსნებათ მხოლოდ მათ ბერთაგან და მონაზონთაგან, დღეს არ ვამბობ ხარისხში მყოფებზე... მოეხსნებათ ეპიტამია, თუ ზუსტად მეცოდინება, რომ მოინანიეს. თუმცა მათ არ მოვთხოვ საჯარო მონანიებას. უბრალოდ, მათ შეუძლიათ მოვიდნენ მთხოვონ შენდობა",- განაცხადა მეუფემ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირთა ნაწილი გაფართოებულ საეკლესიო კრებას მოითხოვს. ისინი ახლად დანიშნულ მეუფეს არ ცნობენ და ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების განხილვას ითხოვენ. ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

"მეწყერი არ ჩამოშლილა, დინამიკაშია, ჯერჯერობით საპანიკო არ არის" - რა ვითარებაა ვაშლიჯვრის ფერდობზე და რა იგეგმება 1-ელ ეტაპზე

"თბილისი გვენგრევა თავზე", "მიწა გვეცლება ფეხებში", "არ ააშენო, საშიში ზონაა" - მოსახლეობამ ვაშლიჯვარში მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით აქცია გამართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა