ავტორი:

"ჩვენ გამოსავლად მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შერიგება გვესახება" - იაგო ხვიჩია

"ჩვენ გამოსავლად მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შერიგება გვესახება" - იაგო ხვიჩია

"თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, მერე შეიძლება რუსები მოვიდნენ დასალაგებლად", - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. მისი აზრით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებაში დასავლელი პარტნიორების მეტი ძალისხმევაა საჭირო.

მოლაპარაკების მოსალოდნელ შედეგებზე, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებაზე, რაც საარჩევნო ბარიერის დაწევას გულისხმობს, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გვესაუბრება.

- მე არ ვიცი, ამჯერად რა წინადადებით მოდის ბატონი კრისტიან დანიელსონი, თუმცა მას უკვე აქვს ქართველ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის გამოცდილება და იცის, რომ იოლი სამუშაო არ ელოდება. მართლაც საინტერესო პროცესები გველის.

- თქვენმა თანაგუნდელმა ვახო მეგრელიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს და "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდეს.- კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რამხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ გამოსავლად მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შერიგება გვესახება. დიახ, სააკაშვილზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამიტომაც ვამბობთ, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენების მონაწილეთა კი არა, მიხეილ სააკაშვილის ამნისტია და მისი დაბრუნება გვჭირდება. უნდა ვაღიაროთ რეალობა - მაგიდის მეორე მხარეს არა რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი, არამედ მართლა მისი ლიდერი ზის. ერთ მხარეს უნდა დაჯდეს მიხეილ სააკაშვილი, მეორე მხარეს - ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მათი დაპირისპირების გამოა პრობლემები საქართველოში. მათი დაპირისპირების გამო არიან ციხეში ნიკა მელია და გიორგი რურუა. გააგრძელეთ კითხვა

"გავრილოვის "ქეისი“ სხვაა, ხოლო რესტორანში პრორუსი მოხვდება თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა" - იაგო ხვიჩია

"ნაციონალი“ ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას... ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, "ნაციონალი" ვერასდროს გახდება"  - რას წერს ირაკლი კობახიძე?

"ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინების ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან" - როგორ ეხმაურება გიორგი კვირიკაშვილი პოზნერის ვიზიტს?