ავტორი:

"პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც წააგებენ, არჩევნები რომ ჩატარდეს, მაგასაც წააგებენ" - ირაკლი კობახიძე

"პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც წააგებენ, არჩევნები რომ ჩატარდეს, მაგასაც წააგებენ" - ირაკლი კობახიძე

"ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს მოცემულობაა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან "ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ულტიმატუმებს, კობახიძის თქმით, ულტიმატუმებით ოპოზიცია საუბრობს.

"ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს მოცემულობაა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც ოპოზიციას აქვს შესაძლო, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ - პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც წააგებენ, არჩევნები რომ ჩატარდეს, მაგასაც წააგებენ.

რაც შეეხება, ულტიმატუმებს, ულტიმატუმებით ოპოზიცია საუბრობს. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის პრემიერი, მოცემულობაზე და ამ მოცემულობით ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას..." - რა ინიციატივა წარადგინა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე?

"თუ "ოცნებამ" შეთანხმება მარცხად აღიარა, მაშინ უნდა გადამდგარიყო კობახიძეც... კიდევ ერთი რამ მაეჭვებს" - ვინ ცდილობს შეთანხმების "გაჭედვას" და რატომ გადადგა თალაკვაძე?