ავტორი:

"შეიძლება სახე რომ შეუნარჩუნდეს ყველას, ევროპამ გადაწყვიტოს და ნიკა მელიას ფული გადაუხადოს" -  დავით ზილფიმიანი

"შეიძლება სახე რომ შეუნარჩუნდეს ყველას, ევროპამ გადაწყვიტოს და ნიკა მელიას ფული გადაუხადოს" -  დავით ზილფიმიანი

ზოგიერთმა ხუმრობად მიიღო, მაგრამ შეიძლება სახე რომ შეუნარჩუნდეს ყველას, ევროპამ გადაწყვიტოს ნიკა მელიას ფული გადაუხადოს,- ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ ჯერზე მედიატორები მაგიდაზე კონკრეტულ რეკომენდაციებს დადებენ.

"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ეს თემა, რიგგარეშე არჩევნების თემა, პრაქტიკულად არ განიხილება, ამას ამბობს "ოცნება". რეალობასაც ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი. ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, თუ ასე მოხდება, რიგგარშე არჩევნებზე ნათქვამი გვაქვს უკვე ჩვენი პოზიცია, მაგრამ რეალობის ჩარჩოს ხომ არ უნდა გავცდეთ? ზოგიერთმა ხუმრობად მიიღო, მაგრამ შეიძლება სახე რომ შეუნარჩუნდეს ყველას, მოხდეს ესეთი რამ, რომ ევროპამ გადაწყვიტოს ფული გადაუხადოს, რაღაც სახით მოხდეს ფულის გადახდა. სხვა რომ უხდის ამაზე რაღაც აგრესია თუ არსებობს, შეიძლება მეგობრისგან მიღებული დახმარება ნაკლებად იქნას აღქმული აგრესიულად“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა

"ზოგჯერ, როცა როგორც მაჟორიტარი დეპუტატი რაღაც საკითხზე ვრეკავ და გადაჭრას ვითხოვ, ისე მელაპარაკებიან, თითქოს პირად საკითხებზე ვრეკავ!" - კახიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"