ავტორი:

"ხელისუფლება, რომელმაც ამხილა “მკვლელობის დამკვეთი”, იქვე ხელი მოაწერა კონტრაქტზე იმ ხელისუფლების დაქირავებულ “ქილერთან" -  გია ხუხაშვილი

"ხელისუფლება, რომელმაც ამხილა “მკვლელობის დამკვეთი”, იქვე ხელი მოაწერა კონტრაქტზე იმ ხელისუფლების დაქირავებულ “ქილერთან" -  გია ხუხაშვილი

კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განახლებულ მოლაპარაკებებს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი.

"იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. რეალობა კი ასეთია: პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ფორმულა არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ არა კრიზისიდან, არამედ ჩიხიდან გამოსვლაზე. ამისათვის საჭიროა კრიზისის რაღაც ფორმით კუპირება და მისი საპარლამენტო ფორმატში გადატანა. აგრეთვე ილუზიაა რაიმე ტიპის რეალური შეთანხმების მიღწევა მართლმსაჯულების, საარჩევნო კანონმდებლობის, ძალოვანი სისტემის ან ნებისმიერი სხვა სისტემური პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით.

წარმოიდგინეთ ხელისუფლება, რომელმაც ამხილა “მკვლელობის დამკვეთი”, იქვე ხელი მოაწერა კონტრაქტზე იმ ხელისუფლების დაქირავებულ “ქილერთან” (სისტემასთან). ეს კონტრაქტი უკვე მეცხრე წელია მოქმედებაშია. ძალიან მიამიტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე - პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია “ქილერთან” კონტრაქტის გაწყვეტა, რადგან პასუხი მოგეთხოვება.

ამ ტიპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, ანუ სისტემური გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში. მერე უკვე მძევალი ხარ. ასე რომ, რაც დღეს შეიძლება დაიწეროს, მისი განხორციელება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების პირობებში იქნება შესაძლებელი. ეს უნდა ვიცოდეთ. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა ჩვენ მაინც უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ არა თავის მოტყუების ხარჯზე, რადგან ეს ჭირდება ქართულ სახელმწიფოს..." - წერს ხუხაშვილი.

"ფოლკლორის ბოლო მოჰიკანი, საქართველოს სახე" - რას წერენ სოციალურ ქსელში ანზორ ერქომაიშვილის შესახებ?

"დიდი ხანია ვიქეცით ფილმის "ზაზუნას დღე" ე.წ. მასოვკად და მუდმივად ერთი და იგივე სცენარში ვმონაწილეობთ" - გია ხუხაშვილი ჩაშლილ მოლაპარაკებებზე

ვაქცინაცია და ონკოპაციენტები, ფეხმძიმეები და ფილერები... - აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს