ავტორი:

"ერთმანეთს შექსპირის სონეტებს ვუკითხავდით...მაგრამ ახლა..." -  რატომ უწოდებს ბორის ჯონსონს ყოფილი საყვარელი მხდალს? ბრიტანეთის პრემიერის სკანდალური სასიყვარულო კავშირები

"ერთმანეთს შექსპირის სონეტებს ვუკითხავდით...მაგრამ ახლა..." -  რატომ უწოდებს ბორის ჯონსონს ყოფილი საყვარელი მხდალს? ბრიტანეთის პრემიერის სკანდალური სასიყვარულო კავშირები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ცნობილია თავისი ხანმოკლე ურთიერთობით ქალებთან, გახმაურებული სასიყვარულო კავშირებით. გარდა არაოფიციალური რომანტიკული ურთიერთობებისა, ჯონსონი ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული. მას ექვსი შვილი ჰყავს.

პრემიერ-მინისტრი ბოლო დღეებია ბრიტანული ტაბლოიდების სტატიების მთავარი თემაა. ჯონსონთან ურთიერთობის შესახებ გამოცემა "დეილი მირორს“ სკანდალური ინტერვიუ მისცა ამერიკელმა ბიზნესვუმენმა, ჯენიფერ არკურიმ. მან ბრიტანეთის პრემიერთან სასიყვარულო ურთიერთობაზე ისაუბრა, თქვა, რომ ინტიმური კავშირი მაშინ ჰქონდათ, როცა ჯონსონი ქორწინებაში იყო. მანვე ბრიტანეთის პრემიერს მხდალი უწოდა.

ჯენიფერ არკური ამბობს, რომ ჯონსონთან 4-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა 2012-2016 წლებში. მათი რომანტიკული ისტორია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბორის ჯონსონი მარინა ვილერზე იყო დაქორწინებული. არკური ამბობს, რომ წყვილს შორის გაჩნდა "ფიზიკური და ინტელექტუალური მიზიდულობა.“

ერთმანეთს პირველად 2011 წელს შეხვდნენ, მაშინ ჯენიფერი სტუდენტი იყო, ხოლო ბორის ჯონსონს ლონდონის მერის თანამდებობა ეკავა და დაქორწინებული იყო იურისტ მარინა ვილერზე, რომელთანაც პრემიერს ოთხი შვილი ჰყავს.

"ჩვენ ინტიმურ ურთიერთობაში ვიყავით ოთხი წლის განმავლობაში. მე ის მიყვარდა, მაგრამ ის არ აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, როგორსაც თავდაპირველად ვიცნობდი“, - ამბობს ქალი "დეილი მირორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მათი მეორე შეხვედრა 2012 წელს შედგა, ამ პერიოდში ჯენიფერ არკური საკუთარი ნებით იყო ჩართული ბორის ჯონსონის საარჩევნო კამპანიაში. ამ პერიოდში ისინი ერთმანეთთან სატელეფონო მიმოწერას იწყებენ. თუმცა თავდაპირველად მიმოწერა საქმიანი იყო და ჯონსონი ქალის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენდა, სანამ 2012 წლის მაისში პრივატულ გარემოში, ბარში არ შეხვდნენ ერთმანეთს. ქალი იხსენებს, რომ ბორის ჯონსონმა მას სთხოვა ლუდზე დაეპატიჟებინა, რის გამოც არკური გაკვირვებული იყო. "ვფიქრობდი, მე სტუდენტი ვარ და მე უნდა გიყიდო ლუდი? გრცხვენოდეს.“

ამის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც, ჯენიფერის თქმით, ჯონსონმა მას უთხრა - "მე შენთან შეხვედრები მსურს, შენ ერთადერთი ამერიკელი ხარ, ვისითაც ასე ვარ გატაცებული.“ გარდა ამისა, ქალი იხსენებს, რომ ბორის ჯონსონმა სცადა მისთვის ქუჩაში ეკოცნა. "ეს ჩემი ქალაქია და არ მადარდებს, - მითხრა მან“, - იხსენებს ჯენიფერი.

არკური იხსენებს, რომ მათი ურთიერთობა საოცრად რომანტიკული იყო, ერთმანეთს შექსპირის სონეტებს უკითხავდნენ, ქალი მას შექსპირის ინტიმურ ფოტოებს უგზავნიდა. 2016 წელს წყვილის ურთიერთობა გაცივდა. ჯენიფერი ამბობს, რომ ბორის ჯონსონი ძალიან მშიშარა ადამიანი აღმოჩნდა, რადგანაც აღარ ისურვა მასთან ურთიერთობის გაგრძელება.

"უდიდესი ლიდერი, ქარიზმატული, მამაცი - არცერთ ამ სიტყვას არ გამოვიყენებდი ბორის ჯონსონის აღსაწერად“, - ამბობს ქალი.

ბორის ჯონსონის ამჟამინდელი პარტნიორი

ცნობისთვის, 2019 წლიდან ბორის ჯონსონი კერი საიმონდსთან ერთად ცხოვრობს. 2020 წელს წყვილმა საზოგადოებას ნიშნობის შესახებ ამცნო. 2020 წლის 29 აპრილს მათ ვაჟი, ნიკოლას ჯონსონი შეეძინათ და ამ დრომდე ერთად ჰარმონიულად ცხოვრობენ.

ბორის ჯონსონი საიდუმლოდ დაქორწინდა - წყვილი ქორწილს მომდევნო ზაფხულს გადაიხდის (ფოტო)

ქეით მიდლტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

"ობოლი ბავშვები მაღაროებსა და ფერმებში საკუთარი სურვილით მუშაობენ" - ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო (ფოტოები)