ავტორი:

აუთლეტ წიგნების გამოფენა-გაყიდვა „ქარვასლაში“ და 80%-მდე ფასდაკლება - პირველი ღონისძიება პანდემიის შემდეგ, წიგნებს მონატრებული მკითხველისთვის

აუთლეტ წიგნების გამოფენა-გაყიდვა „ქარვასლაში“ და 80%-მდე ფასდაკლება - პირველი ღონისძიება პანდემიის შემდეგ, წიგნებს მონატრებული მკითხველისთვის

პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი სავაჭრო ობიექტი დაიკეტა. მათ შორის წიგნის მაღაზიებიც. კრიზისი ყველას შეეხო. სამწუხაროდ, წიგნების ბიზნესიც შედის იმ ინდუსტრიების ჩამონათვალში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ლოქდაუნის პერიოდში.

ერთწლიანი კრიზისული პერიოდის შემდეგ, როგორც იქნა, წიგნის მაღაზიებსაც მიეცათ შესაძლებლობა, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაბრუნებოდნენ. გამომცემლობა „პალიტრა l-მა“ წიგნებს მონატრებული მომხმარებლისათვის, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ აუთლეტ წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო, სადაც ხუთი დღის განმავლობაში, წიგნები 20-დან 80%-მდე ფასდაკლებითაა წარმოდგენილი.

გამოფენა-გაყიდვა 27 მარტს დაიწყო და 5 დღე გაგრძელდება.

მარიამ მახარაძე - „ქარვასლის“ მარკეტინგის მენეჯერი:

-„გამომცემლობა პალიტრა l-ს აქვს წარმოდგენილი 20-დან 80%-მდე ფასდაკლება აუთლეტ წიგნებზე, რომელიც არის წუნდებული წიგნები, თუმცა რეალურად შეიძლება პატარა, შეუმჩნეველი ლაქა ჰქონდეს და ამის გამო იყოს 80%-იანი ფასდაკლებით. ასე რომ, ნამდვილად კარგი შეთავაზებებია. მომხმარებელი ძალიან გახარებულია, რადგან ლოქდაუნის შემდეგ პირველად ტარდება ღონისძიება და ყველა მონატრებულია მსგავს აქტივობებს. რა თქმა უნდა, ჩვენ 2 მეტრიან დისტანციასაც ვიცავთ და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ძალიან დიდი ჩართულობაა, ადამიანები აქტიურად მოდიან. ყველა ძალიან კმაყოფილია.“

აუთლეტ წიგნების გამოფენა-გაყიდვა 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, შეუძლია ისარგებლოს წარმოუდგენელი ფასდაკლებით და შეიძინოს ნებისმიერი ჟანრის, თემატიკისა და ასაკის მკითხველისთვის განკუთვნილი წიგნები სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“.

დღეს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-6 ტომი გამოვიდა

"ახლანდელ საქართველოში რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, დააქციოს... საშინელება ხდება. რამდენი ცრუ პატრიოტია? ეგეთი ძნელი დრო არც მახსენდება" - ამონარიდები დოჩანაშვილის ინტერვიუებიდან

როგორ აისახა პანდემია თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებაზე