ავტორი:

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მსურველებს ვაქცინის გაკეთება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეეძლებათ.

"მოწოდებული დოზების პარალელურად ჯერ ხდება პრიორიტეტული ჯგუფების უზრუნველყოფა, რაც შემდეგ გავრცელდება სხვა მოქალაქეებზეც. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გაცნობოთ, რომ საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც კომპეტენციის მიხედვით გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიის მართვის პროცესში შესაბამისი რეგულაციების დაწესებაზე თუ გაუქმებაზე ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და პრაგმატულად იღებს გადაწყვეტილებებს. სწორედ ამ მიდგომით ვაგრძელებთ ჩვენ მუშაობას დღესდღეობით ოკუპირებულ რეგიონებთან დაწესებულ დროებით ზომებთან მიმართებაშიც“, - განაცხადა ახვლედიანმა.