ავტორი:

ამოქმედდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები? - ამირან გამყრელიძის განცხადება

ამოქმედდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები? - ამირან გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეზღუდვების ამოქმედებაზე საუბარი არ არის.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და განმარტა, რომ საუბარია, რეგულაციების აღსრულებაზე, კონტროლის გამკაცრებაზე.

"ამ ეტაპზე საუბარი არ არის შეზღუდვების ამოქმედებაზე, ამ ეტაპზე საუბარია, რომ აღსრულებაზე განსაკუთრებული, მკაცრი კონტროლი დაწესდეს. საუბარია პირბადეებზე, სოციალურ დისტანციასა და თავშეყრის ადგილებზე.

პრემიერისგან დღეს შესაბამის უწყებებს მიეცათ დავალებები, რომ აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდეს. დანარჩენი შევხედავთ, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია და იმის მიხედვით იქნება მსჯელობა დამატებით ღონისძიებებზე" - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 751 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 361 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 390 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 145-ს.

მეუფე სტეფანემ არქიმანდრიტი ათინოგენი ​სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, რამდენიმე სასულიერო პირს კი მღვდელმსახურება აუკრძალა

"ეპიდვითარება უარესდება - შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება - რას პასუხობს შსს ბრალდებას, რომ პოლიცია რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალს სპეცაპარატურით ახშობს