ავტორი:

"რა ინფორმაციაც გამოვიდა, ჯერჯერობით არ იძლევა პერსპექტივას, რომ კარგი შეთანხმება მოხდება" - გიგი წერეთელი

"რა ინფორმაციაც გამოვიდა, ჯერჯერობით არ იძლევა პერსპექტივას, რომ კარგი შეთანხმება მოხდება" - გიგი წერეთელი

რა ინფორმაციაც დღეს გამოვიდა, ჯერჯერობით არ იძლევა იმის პერსპექტივას, რომ დღეს კარგი შეთანხმება მოხდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

წერეთელმა არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი გახდეს საჭირო.

„შეიძლება განაცხადი იყოს, რომ პოზიციები დაახლოვდა ამ საკითხებში და ჩვენ დაგვჭირდება კიდევ ერთი რაუნდი. შეიძლება ასეც მოხდეს. კარგია, თუ გვეყოფა იმდენი სიმწიფე ყველას, რომ ჩვენს მოსახლეობას დამატებით არ „დავგრუზავთ“ და არ დავადებთ დამატებით ფსიქოლოგიურ ტვირთს რა და როგორ იქნება. ისედაც რთულ მდგომარეობაშია ხალხი“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა რამდენიმე საათია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვიდა.

"ყველა შესაძლო გზებით"ოცნებაზე" ზეწოლას გავაგრძელებთ" - სალომე სამადაშვილი

"არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს" - ბოკერია

"გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? - თუ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება" - კობახიძე