ავტორი:

როგორ უპასუხეს ოკუპირებულ რეგიონებში ტიკარაძის შეთავაზებას მოსახლეობის ვაქცინაციის თაობაზე

როგორ უპასუხეს ოკუპირებულ რეგიონებში ტიკარაძის შეთავაზებას მოსახლეობის ვაქცინაციის თაობაზე

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქართული მხარე მზად არის ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ვაქცინაციისთვის, მორიგი პიარ-აქცია უწოდეს.

„ჩვენ არ ვსაჭიროებთ საქართველოსა და მისი ხელისუფლების დახმარებას. მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხში დახმარებას გვიწევს ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთი. მალე აფხაზეთში დაიწყება მოსახლეობის აცრა ერთ-ერთი პრეპარატით, რომელიც რუსმა მეცნიერებმა შექმნეს“, - განაცხადეს დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და დასძინეს, რომ რუსული ვაქცინების ეფექტურობა პრაქტიკაში უკვე დამტკიცდა.

რაც შეეხება ქართული მხარის შეთავაზებას, სოხუმი არც კი აპირებს მის განხილვას - აღნიშნეს დეფაქტო ადმინისტრაციაში.

„ჩვენ არ ვაპირებთ შევიძინოთ ვაქცინები, რომლებიც სხვა ქვეყნებშია შემუშავებული“, - აღნიშნეს განცხადებაში.

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პასუხობს, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე იწყებს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

„გაცხადებულმა ინიციატივამ სამხრეთ ოსეთში გაკვირვება გამოიწვია. განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერს მტკიცება უდიდესი ზრუნვის შესახებ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ავლენს. საკმარისია თვალთმაქცობა. კვლავაც გვაშფოთებს ქართველი პოლიტიკოსების არაჯანსაღი დამოკიდებულება. მედიაში ლაპარაკის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ყოველმხრივ დაეხმაროს სამხრეთ ოსეთს, ჯობს, ყურადღება მიაქციონ ქართველი ხალხის საჭიროებებს, მათ შორის, ჯერ კიდევ დიდი სისწრაფით მზარდ ვირუსს საქართველოში და თავის ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებით გამოწვეულ ტრაგიკულ ნეგატიურ შედეგს“, - აცხადებს დეფაქტო საგარეო უწყება.

ამავე „უწყების“ ინფორმაციით, კოვიდ-19-თან დაკაშირებული ვითარება და კორონავირუსთან დაკავშირებული ვაქცინაცია საიმედო კონტროლქვეშ არის და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს.

„სამხრეთ ოსეთი - საქართველოსგან დამოუკიდებელი ქვეყანაა უკვე 30 წლის განმავლობაში. გარე ჩარევის მცდელობა სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეებში ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების სანქციის გარეშე, მათ შორის ისეთების, როგორებიცაა ჯანმრთელობის დაცვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება, უპერსპექტივოა“ , - განაცხადეს ე.წ. საგარეო უწყებაში.

"აქ ყველაფერი ლამაზია... ადამიანის ხელმა კი, მის დამახინჯებაზე ისე იზრუნა, როგორც შეძლო" - მიტოვებული აფხაზეთი და მისტიური ადგილები რუსი ჟურნალისტის ობიექტივში

რას ამბობს ოკუპირებული აფხაზეთი ენგურში დაღუპულ მოქალაქეებზე

"რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიული ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ენგურის გადმოკვეთის დროს" - რას წერს ლიეტუვის ელჩი ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტში ვიზიტის შემდეგ