ავტორი:

პანდემიის მიუხედავად, იტალიურმა ავეჯის სახლმა "ვერონამ" სრულად განაახლა საექსპოზიციო კოლექციები

პანდემიის მიუხედავად, იტალიურმა ავეჯის სახლმა "ვერონამ" სრულად განაახლა საექსპოზიციო კოლექციები

ავეჯის სახლი „ვერონა“, რომელიც საზოგადოებას უკვე თითქმის ათი წელია წამყვანი იტალიური ბრენდების კოლექციებით ამარაგებს, კოვიდშეზღუდვებისგან სრულად გათავისუფლდა. ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ, ეწვიონ დავით აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე შთამბეჭდავ შოურუმს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ადგილზე დაათვალიეროს ყველა ნივთი.

პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია პირველ რიგში გარემო და ადგილი, სადაც ვცხოვრობთ. ავეჯის თითოეულმა კომპონენტმა ახლა უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ახლა მათთან უფრო ხშირი კონტაქტი გვაქვს. შინაური გარემოს კეთილმოწყობამ და სიახლის წყურვილმა კი ავეჯზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა. სწორედ ამიტომ “ვერონას” კოლექციები და ბრენდების სია კიდევ უფრო გავამდიდრეთ ახალი სახელებით.

ჩვენს შოურუმს ამიერიდან უკვე Valentini-ის დივნებიც ამშვენებს. ეს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბრენდია, რომელსაც მსოფლიო აღიარებს. 1957 წლიდან დღემდე კომპანია არ ღალატობს თავის სამ პრინციპს: კვლევას, დიზაინსა და კომფორტს. სწორედ ამ კომპონენტების ურთიერთქმედებით იბადება ყოველ ჯერზე ახალი და ყოველთვის მაღალი ხარისხის ავეჯი. ბრენდის დიზაინერები არ ერიდებიან ფორმების ექსპერიმენტებს და თვლიან, რომ მოსასვნებელი ავეჯი, პირველ რიგში, ვიზუალურად უნდა აღძრავდეს კომფორტის განცდის სურვილს, ამაში კი გადამწყვეტ როლს სწორედ დიზაინი თამაშობს. ტექსტილის, ხაზებისა და ფორმების ურთიერთქმედება კი ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, რომელიც შეხებისას უკვე ხარისხიანმა მასალამ რეალობად უნდა აქციოს. ამაში კი უკვე ავეჯის ოსტატების პროფესიონალიზმი ერთვება, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან ყველაზე კომფორტულ გადაწყვეტას ქმნიან. დაბოლოს, ყოველივე ეს ვერაფრით იქნება ძველმოდური: რეტროს სტილის ავეჯსაც კი სჭირდება სიახლის შთაბერვა, რასაც Valentini-ის სტრატეგიაც ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ, ნახოთ ჩვენთან დივანი ისეთი, რომლის ვიზუალური მხარეც და შეხებაც ერთმანეთის იმედებს გაამართლებს.

თუკი მაგიდები გაინტერესებთ, “ვერონას” ახალი ბრენდების სიას Tonin Casa მიემატა, რომელიც მსოფლიომ 1957 წელს გაიცნო. მაგიდას იტალიელებისთვის იმაზე მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია: სასადილოს, მისაღების, საძინებლის, კაბინეტისა და ჟურნალის საკითხავის გარდა, მაგიდა ასევე გამოიყენება ყავის დალევის სპეციალური რიტუალისთვის. დიახ, როცა საქმე იტალიას ეხება, აქ ავეჯს თითქმის საკრალური მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამიტომ, მის ყველა დეტალსა და ფუნქციას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამასთან ერთად, იტალიელ ოსტატებს არ უყვართ მხოლოდ წარსულით ცხოვრება და ყოველთვის ცდილობენ ძველის ახალთან შეხამებას. ამიტომაც იყენებენ Tonin Casa-ს ბრენდში ისეთ გადაწყვეტას, როგორიცაა შუშის ან კერამოგრანიტის ზედაპირი და შეღებილი ფოლადის კუთხოვანი ფორმის ბაზისი. თუმცა, ჰარმონია რომ არ დაირღვეს, ფოლადის მოხაზულობა გადათამაშებულია ავეჯის სეტის სხვა ელემენტებში, რომლებიც, თავის მხრივ, უფრო კლასიკურია. შესაბამისად, იკვრება ბალანსი, რომელშიც რეტრო და მოდერნი ჰარმონიულადაა შერწყმული.

მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ 2020 წლის დიდი ნაწილი კაცობრიობამ ძირითადად წამოწოლილმა გაატარა. ბევრი ადამიანი სწორედ მაშინ დაფიქრდა ამ ავეჯის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე და დარწმუნდა, რომ საწოლი არა მხოლოდ კომფორტული უნდა იყოს, არამედ ვიზუალურადაც მიმზიდველი. ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და რითაც ვიწყებთ და ვაცილებთ დღეს, აუცილებლად პოზიტიურად უნდა განგვაწყობდეს. საწოლი რომ მხოლოდ გემრიელი ძილისთვის არ არის, ეს 1948 წლიდან იციან Dall’Agnese-ში, რომელიც დაარსების დღიდან სულ უფრო ავითარებს თავის ხედვას. პასტელური ფერები, მინიმალიზმი და მეტი სივრცე იმისთვის, რომ გონება ჩაძინებისას და გაღვიძებისას ზედმეტი ნივთებითა და დეტალებით არ გადავტვირთოთ. ამ ყველაფერს ემატება საოცარი ოსტატობით შესრულებული მუხის მყარი ჩარჩო და მომხმარებლის კომფორტის შესაბამისად აწყობილი, შეფუთულზამბარებიანი მატრასი, რომელიც ორი ადამიანის წონას ისე თანაბრად იჭერს, რომ არცერთს დისკომფორტი არ ექმნება. რაც მთავარია, დალანიეზეს ბრენდი ფერისა და მასალის ფართო არჩევანს გთავაზობთ.

დაარსებიდან დღემდე “ვერონა ჯგუფი” ორ მიზანს ემსახურება: დააკმაყოფილოს ქართველი მომხმარებლების მოთხოვნილება ხარისხსა და კომფორტზე და გაამდიდროს ქართული ბაზარი თანამედროვე, მრავალფეროვანი პროდუქციით. სწორედ ამიტომ, ავეჯის სახლმა “ვერონამ” 2021 წელი 6000 კვ.მ. სივრცის სრულიად ახალი, თანამედროვე დიზაინის შოურუმითდაიწყო.

ამ სიახლის კვალდაკვალ, “ვერონა ჯგუფის” კიდევ ერთმა წევრმა “ვენეტო დიზაინმა” ავეჯის სახლ “ვერონა”-ს შოურუმში სააბაზანოს, ტუალეტისა თუ სამზარეულოს სრულად დაკომპლექტებული საექსპოზიციო სივრცეები წარადგინა. ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებელს დახვდება სრულად მოწყობილი ოთახების სეტები - “მასტერ ბედრუმი”, რომ კარგად დაინახოს, შეაფასოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. “ვენეტო დიზაინში” 100-მდე იტალიური და ესპანური ბრენდია წარმოდგენილი.

თვისება, რომლითაც “ვერონა ჯგუფი” დღემდე იზრდება და ფართოვდება, მრავალფეროვნებისკენ სწრაფვაა. გუნდის წევრებს სჯერათ, რომ მეტი არჩევანი მეტ დაინტერესებულ და კმაყოფილ მომხმარებელს უდრის. სწორედ ამიტომ, ავეჯის სახლ “ვერონაში” მომხმარებელი ყოველთვის ნახავს გემოვნებიან და ხარისხიან სიახლეს.

R

ისარგებლე Trade-In აქციით, მხოლოდ ოფიციალური Samsung_ის შეძენისას

ალდაგი - ბიზნესის საუკეთესო მზღვეველი 2021

რა კომპონენტებისგან შედგება წარმატებული სტუდენტობა?