ავტორი:

"უმძიმესი პაციენტი იყო, ფილტვების თანდაყოლილი ანომალია ჰქონდა" - გულიკო ჩაფიძე გამორიცხავს, რომ ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციას უკავშირდება

"უმძიმესი პაციენტი იყო, ფილტვების თანდაყოლილი ანომალია ჰქონდა" - გულიკო ჩაფიძე გამორიცხავს, რომ ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციას უკავშირდება

ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე "მედკაპიტალის" გარდაცვლილი ექიმის შესახებ "მთავართან" საუბრობს.

"ფილტვების უმძიმესი ფიბროზი ჰქონდა, თანდაყოლილი პათოლოგია. გარდაიცვალა სუნთქვითი უკმარისობით. უმძიმესი პაციენტი იყო. ფილტვების თანდაყოლილი ანომალია ჰქონდა და ჰქონდა გამოხატული ფიბროზი. ვაქცინაცია გაუკეთდა 15 მარტს, ასე რომ, ეს ვაქცინაციის ბრალი არ არის, ორი კვირის მერე მოიყვანეს ჩვენთან ვაქცინაციიდან (29 მარტს). ვაქცინაციის ბრალი რომ ყოფილიყო, იმავე დღეებში უნდა გამოვლენილიყო", - აცხადებს გულიკო ჩაფიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა "მედკაპიტალის" ექიმი, რომელმაც ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა "მედკაპიტალში" გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.

როგორც კლინიკის წარმომადგენელმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია.

"მედკაპიტალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, პირველადი მოკვლევით, მომხდარი აცრას არ უკავშირდება.

"რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

"ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისთვის..." - რაზე იქადაგა პატრიარქმა ხარებას

გია ვოლსკი "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა

"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ახალი საგაზაფხულო შეთავაზება ამოქმედდა