ავტორი:

იტალიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა - მედიის ცნობით, საქმე სავარაუდოდ, ჯაშუშურ საქმიანობას ეხება

იტალიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა - მედიის ცნობით, საქმე სავარაუდოდ, ჯაშუშურ საქმიანობას ეხება

იტალიამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯაშუშურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, ქვეყნიდან გააძევა. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი "ფეისბუქში“ წერს, რომ რუსეთის ელჩს იტალიური მხარის პროტესტი გადასცა და "ამ უკიდურესად სერიოზულ საქმეში მონაწილე ორი ოფიციალური პირის გაძევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.“

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში სამართალდამცავებმა რუსი დიპლომატი და იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი ჯაშუშობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს, რის შემდეგაც იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საკურას ყვავილობა - ულამაზესი ფოტოები იაპონიიდან, რომელიც ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ

რამზან კადიროვის რეკომენდაცია ისრაელს - "ნუ აშინებთ თქვენს მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით"

კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინას სახელი შეუცვალეს - რა ჰქვია ვაქცინას ამიერიდან