ავტორი:

"ამ სახლს სასტუმროდ ვამუშავებდით და იმ თანხით, რაც იყო გასაკეთებელი, ვამატებდით" - ცნობილი წყვილი ფრანგული სახლი მუდმივმოქმედი გამოფენით

"ამ სახლს სასტუმროდ ვამუშავებდით და იმ თანხით, რაც იყო გასაკეთებელი, ვამატებდით" - ცნობილი წყვილი ფრანგული სახლი მუდმივმოქმედი გამოფენით

ქუჩაზე შეუხვევ თუ არა, თვალში მოგხვდება ღია ფერის სახლი, ფრანგული აივნებით. ალბათ ეს იმიტომ, რომ ბოლო წლებია, თბილისში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ბუმია და მათ შორის ე.წ. საკუთარ სახლს რომ ხედავ, თავისთავად იქცევს ყურადღებას. აქ რუსთაველის თეატრის მსახიობები თათული დოლიძე და ჟანრი ლოლაშვილი ცხოვრობენ. კიბეზე რამდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ, კარზე ზარს რომ დარეკავ, აღმოჩნდები სივრცეში, სადაც მუდმივმოქმედი გამოფენა გხვდება. აქ ყველგან ნახატებია. კედლებზე და არამხოლოდ. მასპინძელი ხატავს. მსახიობის პროფესიის პარალელურად, მის ცხოვრებაში მხატვრობა ყოველთვის იყო.

"ბატონო ჟანრი, სხვა ავტორების ნამუშევრებიცაა, თუ მხოლოდ თქვენი?" - ვეკითხები. "რატომ სხვა, რა უნდათ?! სხვების ნამუშევრები მუზეუმშია, ჩემი - სახლში". „შეიძლება ის ადგილი მაჩვენოთ, სადაც მუშაობთ?" - ვთხოვ, თუმცა ვფიქრობ, შეიძლება არ დაგვთანხმდეს. არც "კის" ამბობს და არც "არას", ბრუნდება, უხმოდ მიგვიძღვის წინ და ხის კიბეს ერთი სართულით ქვევით მივყვებით. ერთი შეხედვით ორსართულიანი სახლია, თუმცა ნახევრად სარდაფისა და სხვენის წყალობით, ოთხს იტყვი. ჟანრი ლოლაშვილის სახელოსნო სახლის ყველაზე ქვედა სივრცეშია განთავსებული. სახატავად დღის შუქი არ სჭირდება. რამდენიმე ნათურა ანათებს იმ ადგილს, სადაც ნამუშევრები იქმნება. "მზა ქაღალდები“ იატაკზე სიმეტრიულად აწყვია, ჩარჩოში ჩასმულები კედელთან - ერთი-მეორეს "მიყუდებიან".

დღის უმეტეს ნაწილს სახელოსნოში ატარებს. ხატავს და თან მუსიკას უსმენს. ერთი კონკრეტული მუსიკალური ჟანრი არ აქვს ამოჩემებული, ხან რას უსმენს და ხან რას, განწყობას გააჩნია. როცა მუშაობს, თუ მეუღლეს ან შვილს თავად არ დაუძახა, ისე მის "სამფლობელოში“ არავინ შედის. „ეს ხომ ინტიმური პროცესია და რა საჭიროაო", - იძახის.

გამოდის, გაგვიმართლა, მხატვარმა თავის „სახელოსნო-სამზარეულოში მორიგი კერძი-ნახატის მომზადების პროცესს“ რომ დაგვასწრო. ამასობაში დიასახლისიც გვიერთდება და სახლის მშენებლობის ამბავს გვიყვება.

თათული დოლიძე:

- 30 წელია ამ სახლში ვცხოვრობთ. მისი აშენების იდეა მე მეკუთვნის. აქ ორი ძირითადი სართულია და არის დიდი სხვენი და ქვედა სივრცე, სადაც ჟანრის სახელოსნო და სამუშაო ოთახია; ასევე საუნა და აუზი. სახლის პროექტის ავტორები ძალიან კარგი არქიტექტორები არიან. მისი მშენებლობა დაიწყო ალიკა ჯაფარიძემ, თუმცა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო საქმე ბოლომდე მიეყვანა. ის ნუგზარ ხვედელიანმა და შოთა ყავლაშვილმა დაასრულეს.

- პატარა, ლამაზი ბაღი გქონიათ, მცენარეებით, ხოლო მთელ სახლში თქვენი მეუღლის ნამუშევრებია...

- საერთოდ, მომწონს გამწვანებული სივრცე. ბაღს მე ვუვლი. თუმცა ჩრდილოეთია, მზე ნაკლებად ხვდება და ცოტა ძნელია მცენარეების გახარება. თან გარშემო სულ მშენებლობებია და თავიდან რა განათებაც იყო, ისიც აღარაა. მაგრამ ნამდვილად ვერ ვიწუწუნებ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. რაც შეეხება ნახატებს, ბევრი მხატვარი მომწონს და გვაქვს კიდეც სხვების ნამუშევრები, უბრალოდ აღარ გვაქვს სივრცე, რომ ცალკე გამოვფინოთ. მათ შორისაა: თემო ჯაფარიძე, თემო გოცაძე, გივი ვაშაკიძე, გივი კასრაძე, შალვა მატუაშვილი...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები