ავტორი:

ბინები თბილისსა და დუშეთში, ანგარიში უცხოურ ბანკში - რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი მინისტრის პოსტს?

ბინები თბილისსა და დუშეთში, ანგარიში უცხოურ ბანკში - რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი მინისტრის პოსტს?

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს. როგორც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურის და ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების გამო, რამდენიმე თვით გადადო.

"მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო" - წერს ექსმინისტრი.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტს. აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთი იყო მინისტრებიდან, რომელსაც უცხოურ ბანკში აქვს ანგარიში.

კერძოდ, ივანე მაჭავარიანი, საქართველოს გარდა, HSBC (ბრიტანეთი) ბანკში ფლობს 143 308 აშშ დოლარს.

როგორც მის მიერ 2020 წლის 29 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ივანე მაჭავარიანის შემოსავალმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2019 წელს 58 800 ლარი შეადგინა.

დოკუმენტის თანახმად, მაჭავარიანი ფლობს 950 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 290,95 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დუშეთის მუნიციპალიტეტში;

თბილისში 22,45 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობის 50%-იან წილს, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული. მასვე ეკუთვნის 217,82 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი დედაქალაქში, რომელიც ასევე გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული;

94 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე მიიღო. გარდა ამისა, მინისტრის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 178,56 კვ. მეტრისა და 90,62 კვ. მეტრი ფართობის ბინა და 48 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართი...წაიკითხეთ სრულად

სად და როგორ უნდა დაჯავშნონ ადგილები 65 წელს ზემოთ პირებმა, "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის?

"რატო დაარტყი ბიჭო?!" - ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის და ეპარქიის განცხადება

"თუ პატრიარქი დაადასტურებს, რომ მე "უძღები შვილი" ვარ, ბოდიშს მოვიხდი, თუ მე დავუდასტურებ, რომ ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, მან მოინანიოს" - მეუფე პეტრე