ავტორი:

"არ მგონია, რომ ივანე მაჭავარიანი გიორგი გახარიას გუნდში ვიხილოთ" - არჩილ თალაკვაძე

"არ მგონია, რომ ივანე მაჭავარიანი გიორგი გახარიას გუნდში ვიხილოთ" - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ივანე მაჭავარიანს თანამდებობიდან წასვლა გაცილებით ადრე ჰქონდა მიღებული, თუმცა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო დარჩა.

ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ადრე ჰქონდა მიღებული, თუმცა პანდემიის კრიზისის პირობებში, მაჭავარიანმა თანამდებობა დღემდე არ დატოვა.

"გუნდს ჰქონდა ინფორმაცია ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით. თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას სურდა უკვე თანამდებობის დატოვება წლის ბოლოსთვის. თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რომ ახალი პროგრამის შეთანხმებისთვის, მითუმეტეს პანდემიის კრიზისის პირობებში ის დარჩა კიდევ რამდენიმე თვე თანამდებობაზე და მხოლოდ ახლა ტოვებს თანამდებობას, მე მინდა მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მომავალ სამუშაო პერიოდში,"- განაცხადა არჩილ თაკლავაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა მაჭავარიანი გიორგი გახარიას გუნდში ვიხილოთ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა:

"არ მგონია ასე მოხდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარიას გუნდი არ ჰყავს წარდგენილი და არც გეგმებზე უსაუბრია კონკრეტულად."

"გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

"ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავია საქართველოდან" - როგორ ეხმაურებიან ევროპარლამენტსა და კონგრესში "ოცნების" გადაწყვეტილებას, ხელმოწერასთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"