ავტორი:

"სანამ დროა, ისე გადამალეთ, რომ მამაზეციერმაც ვერ მიაგნოს" - რუსი შოუმენის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას პროტესტი მოჰყვა

"სანამ დროა, ისე გადამალეთ, რომ მამაზეციერმაც ვერ მიაგნოს" - რუსი შოუმენის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას პროტესტი მოჰყვა

რუსი შოუმენი ვლადიმერ პოზნერი თბილისში იმყოფება. ამ წუთებში ის სასტუმრო "სტამბაშია". რუსი ტელეწამყვანის ჩამოსვლის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა "სტამბასთან" შეკრება გადაწყვიტეს.

ადგილზე აქცია გიგა მაქარაშვილმა დააანონსა.

"დავიძარი მე სტამბისკენ!შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სანამ დროა, ისე გადამალეთ ეგ ღორები, რომ მამაზეციერმაც ვერ მიაგნოს, თორემ აუცილებლად მოვინდომებთ და მაგ გრიალს არ მოვაწყობინებთ კაფე სტამბაში არიან, რუსთაველის მეტროსთან!" - წერს მაქარაშვილი და აქციის ადგილიდან ვიდეოლაივს ავრცელებს.

სასტუმროსთან სამართალდამცველებიც მივიდნენ. როგორც გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ლაშა ჯოხაძეს დაურეკეს, რომ კერძო საკუთრებას ეხებოდნენ. ამასთან, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა მემანიშვილი აღნიშნავს, ისინი საასტუმროში შესვლას და "სიტუაციის გარკვევას აპირებენ".

აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს მიმართავენ, რომ რუსი ჟურნალისტი სასტუმროდან გაიყვანონ და ქვეყანა დაატოვებინონ.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია დღეს ელენე ხოშტარიამ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რუსი შოუმენი ხვალ იუბილარია და დაბადების დღეს სწორედ თბილისში აღნიშნავს.

მეუფე სტეფანემ არქიმანდრიტი ათინოგენი ​სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, რამდენიმე სასულიერო პირს კი მღვდელმსახურება აუკრძალა

"ეპიდვითარება უარესდება - შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება - რას პასუხობს შსს ბრალდებას, რომ პოლიცია რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალს სპეცაპარატურით ახშობს