ავტორი:

შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა სასტუმრო, სადაც რუს შოუმენებს მასპინძლობენ

შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა სასტუმრო, სადაც რუს შოუმენებს მასპინძლობენ

შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა სასტუმრო, სადაც რუს შოუმენებს მასპინძლობენ. განცხადება ინსპექციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ამასთან, როგორც შრომის ინსპექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტს მიეცა გაფრთხილება, რომ მიმდინარე სოციალური ღონისძიების დაშლა მოხდეს.

„შრომის ინსპექციამ ზედამხედველობა განახორციელა და აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის დაჯარიმდა ობიექტი. რაც შეეხება პირების მიერ დარღვევას, შესაბამისი სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას აღნიშნულ ქმედებაზე. აღნიშნულ ობიექტსაც მიეცა მკაცრი გაფრთხილება ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით. თუ გამოვლინდება განმეორებით აღნიშნული ქმედების განხორციელება, ბუნებრივია, იქნება შესაბამისი რეაგირება და მასალები გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს“,- განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.

სასტუმროსთან, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება და სამოქალაქო აქტისივტები აქციას მართავენ, დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები სასტუმროს შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

პოლიცია აქტივისტების ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობს.

ადგილზე ერთი სამართალდამცველი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ტერიტორიიდან გამოიყვანეს.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს რუსი ჟურნალისტი ჩამოვიდა. მისი თქმით, ჩამოსვლის მიზეზი ის არის, რომ თბილისში დაბადების დღის აღნიშვნას აპირებს.

რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - "დაკავებულია მისი მეზობელი"

შსს-მ სოფელ რიონში ძმების მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - "თავის ნათესავ ძმებს სანადირო თოფიდან გასროლით  ჭრილობები მიაყენა და მიიმალა"

"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს მოკლა ორივე" - რა გახდა სოფელ რიონში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი და რა დეტალებზე საუბრობენ სოფელში მცხოვრებნი