ავტორი:

"წინანდალი, 2011 წელი - სააკაშვილი პუტინის საყვარელი რეჟისორის - მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში" - რას წერს ლექსო თამაზაშვილი "ფეისბუქზე"?

"წინანდალი, 2011 წელი - სააკაშვილი პუტინის საყვარელი რეჟისორის - მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში" - რას წერს ლექსო თამაზაშვილი "ფეისბუქზე"?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ყოფილი პარლამენტარი, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას და დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და 2011 წელს იხსენებს, როდესაც საქართველოს რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი სტუმრობდა.

"წინანდალი, 2011 წლის 29 ოქტომბერი. სააკაშვილი პუტინის საყვარელი რეჟისორის - მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში ...

"უდიდესი სითბო გამოავლინეს ქორწილის რუსმა სტუმრებმა, – შემოეხვივნენ პრეზიდენტს, როგორც როკ–ვარსკვლავს და მასთან ფოტოებს იღებდნენ. ერთ–ერთმა სტუმარმა მკითხა კიდეც, ნამდვილი მიხეილ სააკაშვილი იყო თუ არა.

ქართველ სტუმართა ნაწილი პრეზიდენტს არც ესალმებოდა, ზურგი შეაქციეს. საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს შეიძლება არ მიესალმო“,– ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც, ასევე სტუმრად იმყოფებოდა მიხალკოვის ქალიშვილისა და ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქორწილში.

P.S. ვიდეოში მიხალკოვმა განაცხადა, რომ თვითონ სააკაშვილმა მიიპატიჟა. მანვე დაპატიჟა ორი რუსი ჟურნალისტი და უმასპინძლა მიწაზე, ცაში თუ ზღვაზე - წერს თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა. აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი" და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.

სოფო ნიჟარაძე საბავშვო ეტლით - მომღერლის პირველი ფოტო შვილთან ერთად

"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს, ისე ვიკამათეთ მეპატრონეს ჩხუბი ეგონა" - როგორ იხსენებს საზოგადოება საყვარელ მწერალს?

"სხვათაშორის, ბევრი ადამიანი ჩინურ ვაქცინას ელოდება, რომელიც "ტრადიციული" მეთოდით არის დამზადებული" - გოცირიძე "სინოფარმზე" კრიტიკას ეხმაურება