ავტორი:

"ასეთ დიდ ჯარიმას და რისხვას არ ვიმსახურებდით... პოზნერისთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა" - რას ამბობს "ვინოტელის" მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი?

"ასეთ დიდ ჯარიმას და რისხვას არ ვიმსახურებდით... პოზნერისთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა" - რას ამბობს "ვინოტელის" მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი?

მთელი ღამის განმავლობაში დედაქალაქი მოვლენების ეპიცენტრი იყო. სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ.

პროტესტს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერი თავდაპირველად, რუს შოუმენებთან ერთად, სასტუმრო "ვინოტელს" სტუმრობდა, ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. თუმცა სასტუმროს დატოვება პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

ცნობილია, რომ სასტუმრო "ვინოტელი" ბიზნესმენს, "ქართული ოცნების" წევრს ბენო ქაშაკაშვილს ეკუთვნის. AMBEBI.GE ქაშაკაშვილს დაუკავშირდა:

"ბოდიში, ძალიან მძიმე ღამე მქონდა, არც დილაა იოლი. სტუმრები წავიდნენ, აღარ არიან, აღარც ჩამოვლენ. მე კი ბოდიში - ალბათ გამიგებთ... ჩემთვის მოულოდნელი და სამწუხარო იყო ეს ყველაფერი. ისინი ყოველ წელს ჩვეულებრივ დადიოდნენ აქ, სხვაგან და ა.შ. რაც შეეხება კომენდანტის საათის დროს რესტორნის გახსნას, მათ ჩამოფრენა დააგვიანეს და ვეღარ შევცვალე გეგმა, დაგვსაჯეს კიდეც ამისთვის - 10 ათასლარიანი ჯარიმით.

შარშან პანდემია იყო და არ ჩამოსულან. შარშანწინ ამ დროს კი იყვნენ ჩამოსულები. ვლადიმერ პოზნერისთვის მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა, ცუდი რეაქცია ჰქონდა", - ამბობს ქაშაკაშვილი.

კითხვაზე, რატომ არ თქვა ბიზნესმენმა უარი კანონდარღვევაზე და რეგულაციების უგულებელყოფაზე, რითაც თავიდან აიცილებდა ჯარიმასაც და ხალხის რისხვასაც, ბატონმა ბენომ გვიპასუხა:

"დააგვიანეს მოსვლა, უარს ვერ ვეტყოდი, ყველა ყოველთვის აგვიანებს და კანონი არა შეგნებულად დაირღვა, თანაც - პირველად. ასეთ დიდ ჯარიმას არ ვიმსახურებდით, მგონია, არც - რისხვას, გამომდინარე მათი ადრინდელი ვიზიტებიდან ჩვენთან, თუ სხვა სასტუმროში.“.

აძლევენ თუ არა 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას? - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი

ქუთაისი ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს

საქართველოში "ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს ზემოთ პირები აიცრებიან