ავტორი:

"საქართველო ღრმა კრიზისშია...სახიფათოა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა...ეს მხოლოდ ანგრევს საქართველოს" - რუსეთის დუმის სპიკერი

"საქართველო ღრმა კრიზისშია...სახიფათოა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა...ეს მხოლოდ ანგრევს საქართველოს" - რუსეთის დუმის სპიკერი

"დღეს საქართველოს შიდა პოლიტიკას რადიკალიზმი განსაზღვრავს და რუსებისთვის იქ ყოფნა უსაფრთხო არ არის“, - ასე შეაფასა რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოსული რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის გარშემო განვითარებული მოვლენები.

"მოვლენები, რომლებიც პოზნერის გარშემო თბილისში განვითარდა, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს რა ღრმა კრიზისშია საქართველო. დღეს დიდწილად რადიკალიზმი განსაზღვრავს შიდა პოლიტიკას და რა თქმა უნდა, ეს კარგს არაფერს მოასწავებს“, - წერს ვოლოდინი "ტელეგრამის“ პირად გვერდზე.

მისივე თქმით, ყოველივე საქართველოს ტურისტული სეზონის წინ ანადგურებს:

"ეს ყველაფერი მხოლოდ ანგრევს საქართველოს. ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ კი ყოველივე აჩვენებს, თუ რამდენად სახიფათოა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა", - აღნიშნავს ვოლოდინი.

ცნობისთვის, პოზნერი საქართველოში გუშინ ათობით თანმხლებ პირთან ერთად სპეციალური ავიარეისით ჩამოფრინდა. მას დღეს დაბადების დღე ჩვენს ქვეყანაში უნდა აღენიშნა. მთავარი რუსული სახელისუფლებო არხის Первый канал-ის ტელეწამყვანის საქართველოში ჩამოსვლას, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აქციები მოჰყვა.

ცნობილი ტელეწამყვანი არაერთი სკანდალური ფრაზით არის ცნობილი, მათ შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც ქართველების პროტესტს იწვევს, 2010 წელს გაკეთებული განცხადებაა: "აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი". - თქვა მაშინ პოზნერმა.

"ისეთი დაკავებულია თვითიზოლაციაში მყოფი ღარიბაშვილი, რომ არ სცალია უკრაინის პრეზიდენტს დაურეკოს და დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია? - ბაიდენს სცალია და ღარიბაშვილს არა?" - კანდელაკი

გიგი უგულავა პროკურორზე - "ბულბულაშვილს" სადაც ვნახავ, პირში ვეტყვი, რომ არის მატყუარა - "პლინტუსს" ქვევითაა მისი პროფესიული ღირსება

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"