ავტორი:

"Нахуйамдис!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები პოზნერის ვიზიტს "ფეისბუქში"

"Нахуйамдис!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები პოზნერის ვიზიტს "ფეისბუქში"

რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში გუშინ ათობით თანმხლებ პირთან ერთად სპეციალური ავიარეისით ჩამოფრინდა. მას დღეს დაბადების დღე ჩვენს ქვეყანაში უნდა აღენიშნა. მთავარი რუსული სახელისუფლებო არხის Первый канал-ის ტელეწამყვანის საქართველოში ჩამოსვლას, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აქციები მოჰყვა. აქტივისტების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", რითაც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და ის საქართველოში არ უნდა შემოეშვათ. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს. აქტივისტების ზეწოლამ პროტესმა შედეგი გამოიღო და თვითმფრინავმა, რომელშიც რუსი ჟურნალისტი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღეს დილით დატოვა.

პოზნერის ვიზიტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში:

რამაზ ხატიაშვილი, ჟურნალისტი:

პოზნერის შესახებ.ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ, თუ საქართველო, ქართველები, ღვინო, ხინკალი და მწვადი გიყვარს, ჩამოდიხარ და ერთობი, მერე, როცა წახვალ, იქიდან ტალახი არ უნდა ესროლო ქართველებს. ან ტალახის სროლა უნდა აირჩიო, ან საქართველოს და ქართველების სიყვარული. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დამოკიდებულებასაც ეხება ეს. მარტივი აქსიომაა, როგორც ბატ-ი ირაკლი კობახიძე იტყოდა.

პოზნერი რომ საქართველოში ჩამოგყავთ, ეგ ხომ არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა? არის. ჰოდა, მაგას კიდევ იმას უმატებთ, რომ მაგ დედამო*** შეზღუდვები არ ეხება და ქართველმა ადამიანმა რომ ეგეთი დაბადების დღე გადაიხადოს, დააჯარიმებთ. თავზე და** ქვია მაგას. მათ შორის საკუთარ თავზე და**აც.

***

ვიღაცეები წერენ, პოზნერი პუტინის კრიტიკოსია და რა პონტში ეძახით ოკუპანტსო. მინდა შეგახსენოთ, რომ პუტინის კრიტიკოსები ორ ადგილას არიან მხოლოდ - ციხეში და მიწაში.

***

„სტუმარ-მასპინძელი“ რომ მოგყავთ მაგალითად ისეთ ხალხს, რომელსაც ამ პოემის მხოლოდ სახელწოდება გაგიგიათ, ესეც წაიკითხეთ. ესეც ვაჟა-ფშაველაა.“მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა? რა მარგე? რა გამიკეთე? არაფერი. დაღუპვისა და ზარალის მეტი. გამატიტვლე, გამაშიშვლე, წამართვი ლუკმაპური. მხედავდი მშიერ-ტიტველს, გეხვეწებოდი, გემუდარებოდი: შემიბრლე, მეც ადამიანი ვარ, მეც გრძნობა მაქვს, ნუ მიცქერი, როგორც პირუტყვსო. რომ გაგიჭირე საქმე თხოვნითა და ლაქუცით, ვფიქრობდი შენთვის გული მომელბო, ჩემზე ცოტა რამ მოწყალება მოგეღო, შენ მოწყალების ნაცვლად მოინდომე ჩემთვის ენაც მოგეკეთა, ენა, რომლითაც ჩემს ტანჯვა-ვაებას გიცხადებდი. სულ ის გინდოდა, გაჩუმებული, დადუმებული ვყოფილიყავი და ასე ნელ-ნელა, ჩუმად დამელია სული. შვილები ჩაგაბარე, - გაგინათლებო დამპირდი. ისე შენ მოგცას განათლებული, როგორც შენ ჩემი შვილები გაანათლე. რაც იცოდნენ, ისიც დაავიწყე, საღი ტვინი, საღი ჯან-ღონე, საღი გრძნობა მოუწამლე, მოუშხამე და ისეთები დამიბრუნე: “ჰა, შენი შვილები, გაიხარე იმათ სიკეთითაო!”არათუ გარეშე მტრებისგან დამიფარე, შენ თვით გადაიქეც ჩემს მტრად, შინაურ ჯალათად - დამადგი რკინის უღელი, ხელ-ფეხზე ბორკილი, დამიგე ქვეშაგებად ეკალი!”

ვასო ფხაკაძე, იუმორისტი:

"არ ვიცი ვინ იყო. ალბათ სასტუმროს რომელიმე თანამშრომელი ან სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომელმაც ფანჯარას მოადო ტელეფინი სადაც ეწერა "აფხაზეთი საქართველოა!"

ბენო ქაშაკაშვილო შენ ხარ ღორი და სამშობლოს მოღალატე!!! რუსეთი ოკუპანტია!!!!!!!!!!!"

მამუკა გურული, ჟურნალისტი:

"სრულიად მივესალმები პოზნერის გაბუნძულებას. მთავრობა ჩვენ აღარ გვყავს და ეკონომიკა ჩვენ აღარ გვაქვს და ღირსების ნამცეცები მაინც შევინარჩუნოთ!"

რამაზ გიგაური, ასტროლოგი:

"ყველა იმ ადამიანს მადლობას ვუხდი, ვინც გუშინ რუსეთს ხმამაღლა უთხრა - არა! დიდი მადლობა თქვენ"

გიორგი ბერძენიშვილი, საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

"წარმოიდგინეთ, შენი ქვეყანა 1 წელია დაკეტილი, ვერსად გადიხარ, უფლებები შეზღუდული გაქვს და გაჯარიმებენ და ვიღაც პოზნერი, რომელიც შენი ქვეყნის მიმართ ისეა განწყობილი, როგორც მთლიანად რუსეთის სახელმწიფო და სარგებლობს განსაკუთრებული უფლებებით. ჯერ თავად, როგორ მოუვიდა აზრად ამ რეგულაციებში და მერე ვიღაცები ხომ გარანტიას მისცემდნენ, რომ უპრობლემოდ გადაიხდიდა წვეულებას. ეს გარანტია დაცულია კიდეც.

„გავრილოვის“ გაგრძელებაა, მაგრამ სიტუაცია გაუარესებულია - რატომ არ არის პროტესტი, როგორ ფიქრობთ? პროტესტის ორგანიზებას ძირითადად პოლიტიკოსებისგან იწყება, პირველ რიგში მათ გამოყავთ ხალხი, მაგრამ ვეღარ გამოყავთ, როგორც ჩანს, პარტიები დაშილია და ა.შ. სამოქალაქო აქტივიზმი? შიშის ფაქტორიც არის. ვიცით, რაზე არიან წამსვლელები... არ ვიცი, რა მოხდება..."

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

"ინიციატივა მაქვს ამგვარი: კანონი მივიღოთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოზე უფროსი რუსი სტუმარი არ დაიშვება და თუ 30 წელზე უფროსს ვინმეს ძალიან, ძალიან, ძალიან გულით უნდა, რომ აქ ისეირნოს, შემოსვლამდე საზღვარზე ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომ აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას.სანამ ტანკები დგას აქ და მოქალაქეებს გვიხვრეტენ, პოლიტიკურადაც კორექტული იქნება და ეკონომიური და ჰიგიენურიც ამავე დროს. კვერცხების ტყაპა-ტყუპი აღარ ატყდება"

ეკა ბალანჩივაძე, დიზაინერი:

"არ მესმის და რა გავაკეთო! გუშინდელი ღრიანცელი რა აუცილებელი იყო!? გამწარებულ ერს ზემოდან ეს განცდა რომ აარიდოთ არ შეიძლება?! ჩვენო საყვარელო მთავრობა, ცოტა შეგვიწყალეთ და ბოლომდე ნუ გაგვწირავთ გთხოვთ, თავმოყვარეობის შელახვა ძაან მძიმე ამბავია და მერამდენედ! თავზე ლაფს ვერ დაისხამს ეს ერი და რა ვერ გაიგეთ! გააკონტროლეთ მხეცების შემოსვლა საზღვრებზე! как минимум ტეხავს!

p.s. რუსი მოქალაქეები ძაან მშვიდად შემოდიან და გადიან, მათ დღემდე პატივისცემით ვეპყრობით! ჩვეულებრივ მოქალაქეებს არც ვერჩით და პირიქით ვუღიმით და ვმეგობრობთ, იმიტომ რომ ჩვენი ერი განვითარებული და კულტურულია, მაგრამ კრემლს ნუ დაგვიდგამთ მთლად რუსთაველზე და ნუ გვაყურებინებთ პანდემიის პირობებში გამომწყვდეულებს - მათ ღრიანცელს!"

ვის სჯერა, რომ ამდენი ადამიანი ღამე რესტორანში ისე შეიკრობა, რომ ორგანიზატორს წინასწარ არ ქონდა ყველაფერი გარკვეული და გარანტიები მიღებული? გამოძიების საგანი სწორედ ეს უნდა გახდეს, ვისგან მიიღეს მათ გარანტიები, რომ არ შეეხდბოდნენ

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"პოზნერი სხვაა, როგითი რუსი ტურისტი სხვააო. მაგ რიგითი რუსებით უდგია სული პუტინს. ყველა დერჟავნიკია და ყველა უჭერს მხარს ყირიმის შემოერთებას და დარწმუნებული ვარ, ასევე უჭერდა მხარს 2008-ში საქართველოში შემოჭრას. ან იქნებ, ის რიგითი რუსი ტურისტი აქ ოჯახთან ერთად რომ მოდის, 2008 წლის ომში რიგითი ჯარისკაცი იყო? ვიცით ყველას ისტორია, ვინც მოდის? ამიტომ ჩამოვყალიბდეთ: ზოგადად რუსებს ვუშვებთ ქვეყანაში, თუ არა. მაშინ მოვიქცეთ ისე, როგორც აზერბაიჯრნელბი იქცევიან და საერთოდ არ უშვებენ სომხებს მათ ქვეყანაში, ან როგორც სომხები იქცევიან, აზერებს რომ არ უშვებენ. ან როგორც აფხაზები იქცევიან, ქართველებს რომ არ უშვებენ. ჩვენ პატრიოტები კი ვართ, მაგრამ რუსი ტურისტის ფულიც გვინდა და ამაზე უარს ვერ ვამბობთ. ნურც მიფრინდები-ნურც გაფრინდები, არის ჩვენი საყვარელი პოლიტიკა.

p.s და კიდევ ის ხალხი, ვინც 2011-ში აქ მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილს და იქ სააკაშვილის მისვლას არ აპროტესტებდა, არ მიუვარდა მიშას მაშინ, ვინც პროტესტის ნიშნად არ დატოვა "ნაციონალური მოძროაბა", ან სააკშვილის მთავრობა, თქვენი აზრით, დღეს პატრიოტია, თუ ფარისეველი?...

კიდევ ერთხელ ვიტყვი: გუშინდელ ამბავში მთავარი საკითხი და პრობლრმაა პოზნერისთვის და მისი ამალისთვის პრივილეგიების მინეჭება.მთავრობა კი ამბობს, ხომ დავაჯრიმეთ კომენდანტის საათის დარღვევისთვისო, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: სკანდალი რომ არ ამტყდარიყო დააჯარიმებდნენ? ვის სჯერა, რომ ამდენი ადამიანი ღამე რესტორანში ისე შეიკრობა, რომ ორგანიზატორს წინასწარ არ ქონდა ყველაფერი გარკვეული და გარანტიები მიღებული? გამოძიების საგანი სწორედ ეს უნდა გახდეს, ვისგან მიიღეს მათ გარანტიები, რომ არ შეეხდბოდნენ"

ელისო კილაძე, ჟურნალისტი:

"კრემლის იდეოლოგებმა საქართველო დატოვეს! და ეს იმ გულანთებული სამოქალაქო აქტივისტების დამსახურებაა მედიასთან ერთად, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აპროტესტებდნენ მათ ჩამოსვლას. ერთ მომენტში გული ყელში მომებჯინა და ლაივშიც სიტყვა გამიწყდა, მერე ბოღმით ვთქვი-ნაბიჭვრები! ეს ის მომენტი იყო როცა ჩვენს სამშობლოში პუტინის ნაბიჭვრებმა შუა თითი გვიჩვენეს ავტობუსიდან და მათ ჩვენგან პოლიციის კორდონი იცავდა! ამის ატანა არის შეუძლებელი! არ ვიცხოვრებთ ასეთ საქართველოში!!!"

ნინია კაკაბაძე, უბლებადამცველი:

"სულ არ მაინტერესებს რას ამბობს პოზნერი აფხაზეთზე და საქართველოზე. მე ის მაღელვებს მისი რესტორანი რომ გონია ეს ქვეყანა, სადაც ესკორტით დახვდებიან, კაის აჭმევენ, ასმევენ, უმღერებენ კიდეც მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში ვერ გადიან და ვინც გადის 2 ათასი ლარით აჯარიმებენ. ჩვენ დახურულ სივრცეში ხალხმრავალი შეკრების უფლება არ გვაქვს და მათ აქვთ.და ამ უფლებას ჩვენ ვაძლევთ, მთავრობა საშვებით და მასპინძლები ხაჭაპურით თუ ტაშ-ფანდურით!"

თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტი:

"რა საოცარი ვნებაა ისე, 87 წლის საბჭოთა და აწ უკვე პუტინის პროპაგანდისტი რომ ხარ და დაბადების დღის გადახდა იქ გინდა, სადაც უმრავლესობას სძულხარ, ეზიზღები. საოცარი კომპლექსი აქვთ მათაც, რეალობის უარყოფაში გაჯიუტებულებია არიან - მზიანი უკანა ეზო აღარ აქვთ და ეპოტინებიან სასოწარკვეთილად ბიძინა ივანიშვილებით და ბენო ქაშაკაშვილებით. კარგია, რომ პოზნერი სანამ მოკვდება, მიხვდა, როგორ გვეზიზღება".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი:

პოზნერმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ქართველებს ეზიზღებოდათ აფხაზები, ისინი მათ მაიმუნებად თვლიდნენ და აფხაზებს ერთი სული ჰქონდათ როდის იცხოვრებდნენ ქართველების გარეშეო.აი, ამის მთქმელს მოუნდა ყველა რეგულაციის და კანონის დარღვევით, საქართველოს დედაქალაქში პომპეზური დაბადების დღის გადახდა.პუტინის მეგობარს საქართველო მარტო ელარჯი რომ გონია ამიტომაც შეაზილეს სახეში.მე იმაზე მეშლება ნერვები რუსების საქართველოში ბლტაობას მარათონი რომ შეეწირა. ასმაგად გაბრაზებული ვარ"

გიორგი სუხიტაშვილი, მომღეარლი:

"გუშინ ვიღაცა რუსი დაპარპაშობდა ჩვენ ქვეყანაში! ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე. დღეს დილით დაუგეგმავად კუდი ამოიძუეს და წავიდნენ ჩრდილოეთში. სამშობლო პოლიტიკურ კუთვნილებაზე მაღლა უნდა იდგეს, და ეს ყოველთვის ასე უნდა იყოს! მტერი ყველასთვის ერთია!!! ყველას გვსურს კეთილმეზობლობა რუსეთთან, მაგრამ არა პოზიციიდან, სახალხო დიპლომატიას უწოდებენ ამას, ოკუპაციის პირობებში როდესაც ასეთი ოდიოზური ადამიანები ჩამოდიას ღრეობის გასამართად, ეს დამამცირებელია, ჩვენ არ ვართ რუსეთის ქუჩის ბოლოში გახსნილი "ზებეგალოვკა", სადაც როგორც უნდათ და როცა უნდათ შემოვლენ და "იგულავებენ". ადამიანი, ვინც მეტყვის, რომ რუსეთი მართალია საქართველოსთან, ვინც იტყვის, რომ აფზაზეთი და სამაჩაბლო არასოდეს არ უნდა ოყოს საქართველოს შემადგენლობაში, ამერიკის პასპორტი კი არა, რაც არ უნდა ჰქონდეს ქვეყანაში არ უნდა შემოდიოდეს და თან ასეთ დროს! ყველას გთხოვთ, ვისაც გეხებათ, პატივი ეცით თქვენს სამშობლოს და თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს. "ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით"

გიორგი ზურაბიშვილი, სპორტული ჟურნალისტი:

"რეალურად ძალიან მარტივად არის საქმე - ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს და ამას არც მალავს, პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს და ქვეყანაში ვერ უნდა შემოვიდეს. ჩვენ თავს თუ არ ვეცით პატივი, სხვას იგივე როგორ უნდა მოვთხოვოთ? თუმცა რომელ თავმოყვარეობაზე ვლაპარაკობ, რეებს ვკითხულობ ფეისბუქზე... მტერი და მოყვარე ერთმანეთისგან ვერ გაგვირჩევია... ეს უკვე აზროვნების ამბავია. ესე იგი ღირსებასაც უკუღმართად ვგრძნობთ და არც აზროვნება გვიჭრის. მართლა გუბერნია ვართ რა.

პ.ს. ვთქვათ სულაც შვედები იყვნენ, კომენდანტის საათის დროს ორმოცდაათ კაციან გულაობას ღამე რომ პოლიცია დაყვება და არ აჯარიმებს, ეს ნორმალურია? მე რომ წვეულება მოვაწყო ხო დაგვიწერენ ყველას 2000 ლარიან ჯარიმებს? პოზნერზე ნაკლებად ნამდვილად არ მიყვარს ქეიფი და გართობა, თანაც ძალიან მომენატრა. გული მერევა ასეთ უთანასწორობაზე და ყველა იმ ღორზე ვინც ამგვარი პრივილეგიებით სარგებლობს. ასევე გული მერევა იმ უთავმოყვარეო ხალხზე ვისთვისაც ეს ყველაფერი სულერთია და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს"

"ვკითხე, ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი-მეთქი. ჩაეცინა... ასეთი იყო. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი" - რას იხსენებს დოჩანაშვილზე გურამ მეგრელიშვილი

სოფო ნიჟარაძე საბავშვო ეტლით - მომღერლის პირველი ფოტო შვილთან ერთად

"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს, ისე ვიკამათეთ მეპატრონეს ჩხუბი ეგონა" - როგორ იხსენებს საზოგადოება საყვარელ მწერალს?