ავტორი:

"პოზნერს ზნეობას ნუ მოვთხოვთ, რადგან ზნედაცემული ადამიანია - ჩვენმა წინაპარმა თქვა "სტუმარი ღვთისააო" და არა მტერი ღვთისაო" - გუბაზ სანიკიძე

"პოზნერს ზნეობას ნუ მოვთხოვთ, რადგან ზნედაცემული ადამიანია - ჩვენმა წინაპარმა თქვა "სტუმარი ღვთისააო" და არა მტერი ღვთისაო" - გუბაზ სანიკიძე

ჩვენი ბედოვლათობისა და ჩვენი წელში გაღუნვის ბრალია, რომ 200 წელია რუსეთის იმპერიაში ვცხოვრობდით, მერე საბჭოთა კავშირში და „სულიკოსა“ და ხინკლის მეტი ვერაფერი ვერ ისწავლეს. ჩვენ ვართ რუსეთის დუქანი, ბევრი ქართველიც ასე თვლის, რომ დუქანი უნდა ვიყოთ რუსეთის, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ რუსი ჟურნალისტის მიერ დაბადების დღის საქართველოში აღნიშვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო ხელშეწყობილი, რადგან მისთვის მოსკოვიდან ჩამოსული ნებისმიერი ადამიანი ღმერთის ტოლფასია. მისივე განმარტებით, ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც სამართალდამცველების ქმედებაში გამოიხატა, ბედოვლათობა და უპრინციპობა ჰქვია, რომელიც მოღალატეობრიობაშია გადაზრდილი.

„პოზნერს ზნეობას ნუ მოვთხოვთ, იმიტომ, რომ ეს არის ზნედაცემული ადამიანი, ანტიქართველი, ანტიუკრაინელი, ყველაფრის ანტია, რაც ჩვენთვის და ვინც ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. აქ არ არის საუბარი პოზნერის „გულაობაზე“ საქართველოში, აქ არის ჩვენ როგორ ვიქცევით. ვიღაცებმა დაწერეს, სტუმარი... როგორ შეიძლება ?! - არ არის სტუმარი, ჩვენმა წინაპარმა თქვა სტუმარი ღვთისააო და არა მტერი ღვთისაო, ეს არის ჩვენი დაუძინებელი მტერი და სხვათა შორის, მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერია, მას აქვს ცნობილი ფრაზა, რომ ქრისტიანობა პრიმიტიული რელიგიაა და ამ ქრისტიანობაში ყველაზე პრიმიტიული მიმდინარეობა მართლმადიდებლობაა. ეს არის უსამშობლო კაცი, კოსმოპოლიტი ცუდი გაგებით, იმიტომ, რომ არსებობენ კოსმოპოლიტები კარგი გაგებით და მას ყოველივე ჩვენი სძულს. ჩვენი ბედოვლათობისა და ჩვენი წელში გაღუნვის ბრალია, რომ 200 წელია რუსეთის იმპერიაში ვცხოვრობდით, მერე საბჭოთა კავშირში და „სულიკოსა“ და ხინკლის მეტი ვერაფერი ვერ ისწავლეს. ჩვენ ვართ რუსეთის დუქანი, ბევრი ქართველიც ასე თვლის, რომ დუქანი უნდა ვიყოთ რუსეთის და რაღაც გამრთობი ხალხის ფუნქცია გვაქვს აღებული, იმიტომ, რომ არასდროს ისინი ჩვენს სახელმწიფოებრიობას პატივს არ სცემდნენ, პირიქით, ებრძოდნენ, შეუთავსებელია მათთვის ქართული სახელმწიფო. ასე ჩამოყალიბდნენ ისინი და მარტო ჩვენ არა, ეს არის ქვეყანა, რომელიც აწუხებს ყველა მეზობელს, ერთი მოკავშირე აღარ დარჩათ, ერთი ბელორუსები ჰყავდათ და ნახეთ საწყლები რა დღეში ჰყავთ. როგორ შეიძლება ყველასთან მართალი იყო, ხომ შეიძლება, ვინმესთან მტყუანი აღმოჩნდე,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

"თვითონ არ სცხვენიათ, მაგრამ მე მერიდება, მაგალითად, გუბაზ სანიკიძეს "თავის მოჭრის" საკითხებზე ვესაუბრო" - გია ვოლსკი

"ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ, მთელმა საზოგადოებამ დაინახა" - არჩილ თალაკვაძის პასუხი ნიკა მელიას

"მარიოპოლი ბათუმის მსგავს ახალ სასწაულად უნდა ვაქციო" - სააკაშვილის ახალი გეგმები უკრაინაში