ავტორი:

"მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე" - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს არჩილ ტატუნაშვილს 38 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს:

"დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში იგი საკუთარ თავში განასახიერებდა ქართველი კაცის ყველა საუკეთესო თვისებას.

ოკუპაციასთან მისი შეურიგებლობა და სამშობლოს ერთგულება სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, მომავალი თაობებისათვის.

მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს" - წერს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

სალომე ზურაბიშვილის კორონავირუსის ტესტზე პასუხი ცნობილია

"არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენს გამოსაჯანმრთელებლად... მინდა, თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა" - რა მოსწერა ერდოღანმა კოვიდინფიცირებულ ღარიბაშვილს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"