ავტორი:

როგორ გადავუხადოთ ბავშვს დაბადების დღე სახლში – პრაქტიკული რჩევები

როგორ გადავუხადოთ ბავშვს დაბადების დღე სახლში – პრაქტიკული რჩევები

ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა აქტუალობა დაკარგა და ალბათ, ბევრი დრო დასჭირდება, ვიდრე დაბადების დღეების ხალხმრავლობასა და ჟრიამულით, ანიმატორებითა და ბევრი ჯგუფური თამაშით გადახდის ტრადიცია დაბრუნდება. თუმცა ბავშვებისთვის დაბადების დღე ის დღესასწაულია, რომელსაც თითქმის მთელი წელი ელიან, განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ და ყველაზე ბედნიერად გრძნობენ თავს. სწორედ ამიტომ არ ღირს ბავშვის დაბადების დღე ჩვეულებრივ დღედ აქციოთ. გაუკეთეთ მას სიურპრიზი, მოურთეთ სახლი ლამაზად, მოუწყვეთ კუთხე, დაუპატიჟეთ 2-3 მეგობარი, მოუმზადეთ მხიარული სენდვიჩები მათი საყვარელი პროდუქტებით და თავად მოირგეთ ანიმატორის როლი 2-3 საათით. ასე, მათთვის დაბადების -0:10 დღეს ნამდვილად დაუვიწყარ დღედ აქცევთ.

სახლის მორთვა

სახლის მორთვა ერთი შეხვედვით ყველაზე რთული ნაწილია, თუმცა, თუ საჭირო აქსესუარებს შეიძენთ, ძნელი ნამდვილად არაა. სადღესასწაულო დეკორაციების მაღაზიებში იყიდება სპეციალური ლენტები, რომელზეც ბუშტების დამაგრებით სასურველი ზომისა და ფორმის გირლიანდას გააკეთებთ. მიამაგრეთ გირლიანდა კედელზე, წინ კი ბუშტები სპეციალური სადგამით დაალაგეთ. ასევე, გამოიყენეთ რამდენიმე ჰელიუმის ბუშტი. ხარჯის შესამცირებლად, შეგიძლიათ ჰელიუმის ბუშტების იმიტაცია გააკეთოთ და ჭერზე ჩვეულებრივი ბუშტები ორმაგი წებოვანი ლენტით მიამაგროთ. თეფშები, ჭიქები და სხვა ატრიბუტიკაც ბუშტების შესაბამისი ფერის შეარჩიეთ. იდეები შეგიძლიათ ინტერნეტში მოძებნოთ და მის განხორციელებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ.

მენიუ

არ არის აუცილებელი სხვადასხვა ტრადციული კერძის მომზადება. ბავშვები დაბადების დღის წვეულებაზე ჭამაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ. ამიტომ ეცადეთ, კვების ნაწილიც კი მათთვის სახალისო და სასურველი გახადოთ. ინტერნეტში მოძებნეთ საბავშვო მხიარული სენდვიჩების ფოტოები და „ნიკორას“ ხორცპროდუქტების გამოყენებით მოამზადეთ ისინი. საბავშვო ძეხვის „მინის“ გამოყენებით შეგიძლიათ გააკეთოთ სენდვიჩები.

პატარებს ხომ ძეხვეული განსაკუთრებულად უყვართ. ამიტომ, სენდვიჩები და ბურგერები მათ ძალიან გაახარებთ. ასევე, მოუმზადეთ კარტოფილი „ფრი“, რომელსაც ღუმელში ზეთის გარეშე თავადაც შეწვავთ. ხილისა და ბოსტნეულის გამოყენებით კი შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა ცხოველი, ან ყვავილი. ამ გზით თქვენი მენიუ ჯანსაღი და სასარგებლოც იქნება და თან ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ.

გართობა

ანიმატორობა მარტივი არ არის, მაგრამ ბავშვის ბედნიერებისთვის რას არ გააკეთებთ. მოიფიქრეთ სხვადასხვა გასართობი თამაში, რომელიც დიდ სივრცეს და აქტივობას არ მოითხოვს. მაგალითად, შეგიძლიათ ბავშვები ათამაშოთ „გამოიცანი ვინ ვარ“, ან თვალებდახუჭულს სხვადასხვა საკვები ჩაუდოთ პირში და გამოაცნობინოთ, რას მიირთმევენ. გოგონებს ძალიან გაამხიარულებთ, თუ სილამაზის სალონს მოუწყობთ და მაკიაჟს, მანიკიურს, ან სულაც სახის ნიღბებს გაუკეთებთ. ასევე, შეგიძლიათ წინასწარ მოიმარაგოთ სხვადასხვა სახის სამაგიდო თამაში, იუბილარის ასაკის შესაბამისად.

თუ ყველაფერს კარგად დაგეგმავთ და ნაბიჯ–ნაბიჯ მიყვებით, შეძლებთ ბავშვს დაუვიწყარი დაბადების დღე მოუწყოთ. ეს ყველაფერი მათთვის უფრო დასამახსოვრებელი იქნება, ვიდრე გასართობი ცენტრის მეტ-ნაკლებად ერთფეროვანი პროგრამა. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დღეს ფოტოგრაფიც თავად უნდა იყოთ და ეცადეთ, მაქსიმალურად კარგად დააფიქსიროთ იუბილარისა და მისი პატარა სტუმრების ემოციები და შთაბეჭდილებები.

რა უნდა ვიცოდე გაცვლითი პროგრამების შესახებ

5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი

ლალი მოროშკინა თბილისში სახლს ყიდის და საცხოვრებლად სიღნაღში გადადის - "ოპტიმისტი ვარ, შევძლებ და მუყაითი შრომით ახალ ცხოვრებას ავაშენებ..."