ავტორი:

მაკდონალდსმა საბავშვო შემეცნებითი წიგნების ახალი სერია, “ცეროდენა მკვლევარები” გამოსცა

მაკდონალდსმა საბავშვო შემეცნებითი წიგნების ახალი სერია, “ცეროდენა მკვლევარები” გამოსცა

მაკდონალდსი, როგორც საოჯახო რესტორნების გლობალური ქსელი, ბავშვების განვითარებასა და არაფორმალურ განათლებაზე ზრუნვას განაგრძობს. ადრეული ასაკიდან წიგნის კითხვის პოპულარიზაციის, წიგნიერების დონის გაუმჯობესებისა და პოზიტიური აღზრდის ხელშეწყობის მიზნით, მაკდონალდსმა გამოსცა საბავშვო შემეცნებითი წიგნების ახალი სერია, რომელიც Happy Meal-ის ნაკრებთან ერთადაა ხელმისაწვდომი.

სერია, სახელწოდებით “ცეროდენა მკვლევარები”, 3-დან 8 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ის 12 წიგნს მოიცავს და მკითხველებს მცირე სამეცნიერო ბიბლიოთეკის შექმნაში დაეხმარება. საქართველოში “ცეროდენა მკვლევარების” სერიის პირველი წიგნი მომხმარებლებისთვის 2 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო სერიის სხვა ნაწილები ყოველთვიურად გამოიცემა.

წიგნების სერიის ავტორი მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მწერალი, კრესიდა კოუელია. მას საბავშვო ლიტერატურის დარგში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, გაწეული ღვაწლისთვის 2020 წელს ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ კოუელის წიგნების სერიის მიხედვით, 2010 წელს, DreamWorks Animations-მა ცნობილი ანიმაციური ფილმი, How to Train Your Dragon (როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი) გადაიღო.

“ცეროდენა მკვლევარების” სერია ფერადი, მაღალი ხარისხის ილუსტრაციებითაა გაფორმებული. წიგნებში შეხვდებით სახალისო რჩევებს, თამაშებს, დავალებებსა და სხვა აქტივობებს, რომელთა შესრულება ბავშვებისთვის კითხვის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და ამაღელვებელს ხდის, ამასთან, მოტორული უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებაში ეხმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ თემატიკიდან გამომდინარე, წიგნები ბავშვებში ახალი აღმოჩენებისადმი ინტერესის გაღვივებას უწყობს ხელს.

სერიის პირველ წიგნში — “შეუძლიათ ხეებს ლაპარაკი?” — პატარა მკითხველები ცეროდენა მკვლევარების, ოლის, ტაიგას, ბოს და მათი მშობლების საოცარ თავგადასავალს გაეცნობიან. ისინი პატარა, ცნობისმოყვარე არსებები არიან, რომლებიც წიგნების კარადაში ცხოვრობენ და დიდ კითხვებზე პასუხების მისაღებად წიგნების სამყაროში მოგზაურობენ.

“ცეროდენა მკვლევარების” სერიის პირველ წიგნზე შთაბეჭდილებებს გვიზიარებს პოეტი დიანა ანფიმიადი.

“პირველი, რაც ძალიან მომეწონა და გამოვარჩევდი, კითხვის პრაქტიკული ინსტრუქციაა უფროსებისთვის. ის სხვადასხვა რამეს აერთიანებს: გარემოს ერთად შერჩევას, ილუსტრაციებზე ყურადღების გამახვილებას, როლურ თამაშებს და ზოგადად, პრაქტიკას, რომელსაც ამ ასაკობრივი კატეგორიის მკითხველებთან არა მხოლოდ მშობლები, არამედ მასწავლებლებიც აქტიურად იყენებენ. ამ მხრივ წიგნი ძალიან ფუნქციურია”, — აღნიშნავს დიანა ანფიმიადი.

მისივე თქმით, წიგნში ასაკთან შესაფერისი ტერმინები კარგადაა შერჩეული, თუმცა “ის მხოლოდ ტექსტი არაა”, ილუსტრაციებითა და დამატებითი აქტივობებით წიგნი მულტიფუნქციური, ინტერაქტიული ხდება და ბავშვებს კონცენტრაციის უნარს უვითარებს. “ამ ასაკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნი თამაშის ნაწილი და ამასთან, მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება იყოს. ესაა მთავარი ძაფი, რამაც შეიძლება, შემდეგ ბავშვი წიგნთან დამოუკიდებლად მიიყვანოს”, — ამბობს დიანა ანფიმიადი.

პოეტი აღნიშნავს, რომ წიგნი თემატურადაც ძალიან საინტერესოა, რადგან მეცნიერების საწყისებს ეხება და მკითხველებს სამყაროს აღქმაში ეხმარება. “ამ მიმართულებით ძალიან ბევრი წიგნი გამოიცემა, მათ შორის სხვადასხვა ტიპის ენციკლოპედიები ბავშვებისთვის, თუმცა ავტორები და გამომცემლები ხშირად ასაკთან შესაფერის ენობრივ თავისებურებებს არ ითვალისწინებენ. ამ კუთხით ეს წიგნი ნამდვილად გამორჩეულია. ადაპტირებული ტექსტი და თამაშის ელემენტები ის მეთოდებია, რომლითაც ბავშვებს მეცნიერებით დააინტერესებ”, — ამბობს ის და ამატებს, რომ წიგნში ასახული ოჯახური ვითარებაც ბავშვების განვითარებისა და შემეცნებისთვის ძალიან ღირებულია.

ადრეული ასაკიდანვე ბავშვებისთვის წიგნის წაკითხვის მნიშვნელობაზე საუბრობს ფსიქოლოგი, ზანდა ჩეჩელაშვილიც. ის აღნიშნავს, რომ მცირეწლოვნებისთვის შესაფერისი წიგნები მაქსიმალურად დატვირთული უნდა იყოს ილუსტრაციებით და მინიმალურად — ტექსტით. “ტექსტი უნდა იყოს მარტივი, მოკლე, ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული მოვლენებით დატვირთული და სახალისო”, – ამბობს ის და ამატებს, რომ “როცა ბავშვებს სწორ ლიტერატურას სწორად ვუკითხავთ, მათ ვაძლევთ ინფორმაციას სამყაროს შესახებ, ვავითარებთ ისეთ უნარებს, რომელიც აზროვნებაში, ინფორმაციის გადამუშავებასა და პრობლემის გადაჭრაში ეხმარებათ. ამას გარდა, სწორედ ასე ვითარდება ენა-მეტყველების უნარებიც, რაც, ერთი მხრივ, ლექსიკური მარაგის, თხრობის უნარების გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი — წაკითხულის გაგების, გააზრების, შინაარსის გამოტანის უნარების განვითარებას გულისხმობს.”

მაკდონალდსის ინიციატივას, წაახალისოს ბავშვებში წიგნის კითხვა, 2001 წელს, შვედეთში ჩაეყარა საფუძველი. ამ პროგრამის ფარგლებში, დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, ბავშვებს 400 მილიონზე მეტი წიგნი გადაეცათ. საბავშვო შემეცნებითი ლიტერატურის უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნით, 2019 წლიდან მაკდონალდსმა მსოფლიოს მასშტაბით განავრცო საფრანგეთში აპრობირებული პროგრამა — “წიგნი ან სათამაშო”, რაც იმას ნიშნავს, რომ Happy Meal-ის ნაკრების შეძენისას ბავშვებს სათამაშოსა და წიგნს შორის არჩევანის გაკეთება შეუძლიათ.

R

10 მიზეზი, თუ რატომაა კურო საუკეთესო მეგობარი

“მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს სრულ სამოდელო რიგზე საგაზაფხულო ფასდაკლებას და განსაკუთრებულ საჩუქრებს სთავაზობს

KTW ჯგუფის უნიკალური ვენახები ქართლში - ქართული მეღვინეობის ხვალინდელი დღე