ავტორი:

საპირველაპრილო ხუმრობას ბელგიაში შეტაკებები მოჰყვა - რა მოხდა ბრიუსელში, სადაც ადამიანები "ძველი ცხოვრების დასაბრუნებლად" ყალბ მუსიკალურ ფესტივალზე დაპატიჟეს

საპირველაპრილო ხუმრობას ბელგიაში შეტაკებები მოჰყვა - რა მოხდა ბრიუსელში, სადაც ადამიანები "ძველი ცხოვრების დასაბრუნებლად" ყალბ მუსიკალურ ფესტივალზე დაპატიჟეს

ბრიუსელში საპირველაპრილო ხუმრობას ათასობით მოქალაქესა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, ეს გამოიწვია ხუმრობამ, რომლის მიხედვითაც ბრიუსელის ერთ-ერთ პარკში გრანდიოზული მუსიკალური ფესტივალი უნდა გამართულიყო.

1-ლ აპრილს სოციალურ ქსელში გამოჩნდა რეკლამა, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა მუსიკალური ფესტივალის გამართვა, სადაც მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსები, მათ შორის, კალვინ ჰარისი, სოლომუნი, ტიესტო და სხვები დაუკრავდნენ. საპირველაპრილო ხუმრობის მიხედვით, ფესტივალში მთელი მსოფლიოდან 75 მუსიკოსი მიიღებდა მონაწილეობას.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამი იყო, რომ არ იქნებოდა არავითარი სოციალური დისტანციის აუცილებლობა.

"არავითარი სოციალური დისტანცია და ბარიერი, მოდით, ვაკოცოთ ერთმანეთს და გამოვხატოთ დიდი სიყვარული, მოდით, დავუბრუნდეთ ადამიანურ ცხოვრებას და ვიცეკვოთ გათენებამდე“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

ბრიუსელის პოლიციამ მალევე გაავრცელა განცხადება, რომ არავითარი ფესტივალის გამართვის ნებართვა არ ჰქონია ხელისუფლებას გაცემული, თუმცა მიუხედავად ამისა, იმ ადგილას, რომელიც განცხადების ტექსტში იყო მითითებული, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

ბელგიაში კარანტინის წესები გამკაცრებულია და აკრძალულია 4 ადამიანზე მეტის შეკრება, შესაბამისად, სამართალდამცველებმა შეკრებილებს დაშლა მოსთხოვეს, რაც მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციელებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ვატიკანში კათოლიკურმა ეკლესიამ აღდგომა მრევლის გარეშე აღნიშნა - ფოტოები

საფრანგეთში პანდემიის გამო “კომენდანტის საათი” მესამედ ამოქმედდა

ემუქრება თუ არა უკრაინას "რუსული გაზაფხული" - მოსალოდნელი მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, თუ რუსეთის "კუნთების თამაში"