ავტორი:

სუპერმარკეტების ქსელი „ევროპროდუქტი“ უკვე ბათუმშია წარმოდგენილი

სუპერმარკეტების ქსელი „ევროპროდუქტი“ უკვე ბათუმშია წარმოდგენილი

პრემიუმ კლასის სუპერმარკეტების ქსელის „ევროპროდუქტი“ პირველი ფილიალი უკვე ბათუმშიც გაიხსნა. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას უმაღლესი ხარისხის ევროპული პროდუქციაზე მუდმივად ექნება წვდომა.

ფილიალის გახსნაზე შეფ-მზარეულმა ჩაატარა მასტერკლასი და გაიმართა კერძების დეგუსტაცია. ასევე, მაღაზიის ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო გათამაშებაში და მოეგო „ევროპროდუქტის“ პროდუქციისგან დაკომპლექტებული კალათები. გამარჯვებულები იმავე დღეს გამოვლინდნენ.

„ძალიან გვიხარია, რომ დღეს, ბათუმში „ევროპროდუქტის“ მორიგი ფილიალი გავხსენით. ვიცით, რომ მოლოდინი დიდი იყო. გადავწყვიტეთ, ბათუმელებისთვის განსაკუთრებული გახსნა გაგვეკეთებინა, რა თქმა უნდა, ყველანაირი რეგულაციის დაცვით. მოწვეული გვყავდა შეფი, რომელმაც აქვე, ჩვენი სტუმრებისთვის მასტერკლასი ჩაატარა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტის შეძენა ასოცირდება „ევროპროდუქტთან“ და ამ მხრივ, ის უკონკურენტოდ ლიდერია ბაზარზე, ვინაიდან ჩვენ მათ ვთავაზობთ ექსკლუზიურად ორგანულ, ულაქტოზო, უგლუტენო, ვეგანურ, უშაქრო პროდუქტებს მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისგან.“,- განმარტა „ევროპროდუქტის“ ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელმა, თორნიკე თავდიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ევროპროდუქტში“ წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მკაცრ კონტროლს გადის და აკმაყოფილებენ ყველა სტანდარტს. ისევე როგორც საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ევროპული პროდუქცია სანდოობასა და მაღალი ხარისხს უკავშირდება. ევროპაში პროდუქტები ევროკავშირის დაწესებული კვების პროდუქციის წარმოების შესახებ კანონის და სტანდარტების სრული დაცვით მზადდება. აღნიშნული წესებისა და ნორმების გათვალისწინებით, თითოეული მწარმოებელი მკაცრად იცავს პროდუქციის დამზადების, შენახვის, შეფუთვის და ლოგისტიკის რეგულაციებს. ეს კი საბოლოოდ, პროდუქტის განსაკუთრებულობასა და მაღალ ხარისხს განაპირობებს.

სადისტრიბუციო და სუპერმარკეტების ქსელი „ევროპროდუქტი“ ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია ოპერირებს და ექსკლუზიური წარმომადგენელია ისეთი წამყვანი მსოფლიო მწარმოებლების და ბრენდების, როგორებიცაა „არლა“, „ვალიო“, „გრანაროლო“, „ელპოზო“, „სორენტინო“, „ლანდჰოფი“, „რიტერ სპორტი“, „კაშე“, „მოცარტი“, „როიალ დანსკი“, „მოვენპიკი“ და სხვა. დღეისათვის, „ევროპროდუქტის“ სუპერმარკეტები 26 ფილიალს აერთიანებს, რომელთა რიცხვს დღეიდან, ბათუმიც შეემატა, ფიროსმანის 1 ნომერში და ელოდება ახალ ერთგულ მომხმარებლებს.

ევროპროდუქტი ყოველდღიურად იზრდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ხარისხიან, ჯანსაღ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდი და მაღალია.

(R)

მაკდონალდსმა საბავშვო შემეცნებითი წიგნების ახალი სერია, “ცეროდენა მკვლევარები” გამოსცა

ისარგებლე Trade-In აქციით, მხოლოდ ოფიციალური Samsung_ის შეძენისას

პანდემიის მიუხედავად, იტალიურმა ავეჯის სახლმა "ვერონამ" სრულად განაახლა საექსპოზიციო კოლექციები